დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი შენდება (ფოტო)
არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უკვე აშენდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა - ბურჯ-ხალიფა, მაგრამ ის კომერციული შენობაა, რადგან ცათამბჯენის უდიდესი ნაწილი მსხვილი კომპანიების ოფისებს უკავია. ახლა დუბაიში აშენებენ მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი შენდება, რომელშიც მდიდარი ადამიანები იცხოვრებენ.
პროექტს Six Senses Residences Dubai Marina ჰქვია. ცათამბჯენი ქალაქის ცენტრში, ხელოვნურ კუნძულ პალმ ჯუმეირასთან ახლოს განთავსდება. შენობის სიმაღლე 517 მეტრი იქნება, რაც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ ცათამბჯენზე, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის თაუერზე 45 მეტრით მეტია.
ახალი ცათამბჯენის ყველაზე მდიდრულ სამსართულიან ბინაში ხუთი საძინებელი იქნება. 109-ე სართულზე განთავსდება საერთო ფართი სპორტული დარბაზით, აბანოებით, საუნებით, მასაჟის ცენტრით, ყინულის აბაზანებითა და კინოთეატრით.
Six Senses Residences Dubai Marina-ის მშენებლობა 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს.