თეგებით ძიება

რატომ აშენებდნენ საბჭოთა კავშირში აბაზანას და ტუალეტს ცალ-ცალკე?

30-40-იანი წლების საბჭოთა კავშირში მოსახლეობა უმეტესად, კომუნალურ ბინებში ცხოვრობდა. ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანებს საერთო სამზარეულო, აბაზანა და ტუალეტი ჰქონდა, ამიტომ ზოგჯერ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გრძელ რიგში დგომა უწევდათ. როგორც მიხვდით, აბაზანისა და ტუალეტის ერთმანეთისგან გამოყოფა სწორედ რიგისა და ლოდინის დროის შემცირებისთვის იყო საჭირო. 

Жизнь в коммуналке ❘ фото | Екабу.ру - развлекательный портал

ომის შემდეგ, 50-იანი წლების ბოლოს, ხელისუფლებამ საბჭოთა მოქალაქეების კომუნალური ბინებიდან ე.წ. ხრუშჩოვკებში გადასახლება დაიწყო. მართალია, ახალ ბინას დაბალი ჭერი ჰქონდა და თანამედროვე სტანდარტებით, კომფორტთან ახლოსაც არ იყო, მაგრამ საკუთარი სამზარეულო, აბაზანა და ტუალეტი ჰქონდა. ასეთ სახლებში ადგილის დაზოგვის მიზნით, სველი წერტილები პატარა და კომბინირებული იყო. 

-2

კიდევ 10 წლის შემდეგ, ახალ შენობებში სველი წერტილების განცალკევება დაიწყო. ეს ძირითადად ბრეჟნევის დროს აშენებულ სახლებს ეხებოდა, თუმცა აბაზანა-ტუალეტის ასეთი განლაგება უფრო ადრე, ხრუშჩოვისა და სტალინის ეპოქაში აგებულ ზოგ შენობაშიც გვხვდება. სველი წერტილების განლაგებაზე ოთახების რაოდენობამაც  გავლენა მოახდინა - საერთო სველი წერტილები უფრო ხშირად ერთოთახიან ბინებში გვხვდება, უფრო დიდ ბინებში კი აბაზანა და ტუალეტი ცალ-ცალკე იყო.

-3

რატომ გახდა საჭირო აბაზანისა და ტუალეტის გამოყოფა?

ამის ერთი მიზეზი უკვე დავასახელეთ - როდესაც ერთ ბინაში ცხოვრობენ მშობლები, რომლებიც დილით სამსახურში მიდიან და ბავშვები, რომლებიც სკოლისთვის ემზადებიან, განცალკევებული სველი წერტილები გაცილებით მოსახერხებელია.

მაშინაც კი, როცა არავის არსად ეჩქარება, უხერხული სიტუაციები შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ბანაობს, მეორეს კი ტუალეტით სარგებლობა სჭირდება.

Смета на ремонт раздельного санузла в Москве

მეორე მიზეზი ჰიგიენაა. როცა პატარა აბაზანაში ნიჟარა, სადაც  ადამიანები კბილებს იხეხავენ უნიტაზთან ახლოსაა, ჩარეცხვის დროს შეიძლება ბაქტერიები კბილის ჯაგრისებზე, პირსახოცებზე და ჰიგიენის სხვა საშუალებებზე მოხვდნენ, რაც არც ისე სასიამოვნოა. 

რატომ აკეთებენ განცალკევებულ სველ წერტილებს დღემდე?

დღეს შესაძლებელი გახდა ბინების რამდენიმე სველი წერტილით დაპროექტება და აშენება. ახლა ასეთი განლაგება იშვიათობას არ წარმოადგენს, რაც ყველაფერს ცვლის.

-4

საძინებლის გვერდით შეიძლება იყოს აბაზანა, რომელიც ბიდედან აბაზანამდე ყველა საჭირო ნივთით არის აღჭურვილი. ბინის სხვა ნაწილში შეიძლება მარტო უნიტაზით და წყლის ნიჟარით აღჭურვილი ტუალეტის განთავსება. ასეთი განლაგება ძალიან განსხვავდება ზედმეტად მინიმალისტური საბჭოთა ბინებისგან. ახლა როგორც ძველ, ისე ახალ შენობებში მცხოვრებ პატარა ბინების მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ დააკავშირონ ტუალეტი აბაზანასთან თუ განაცალკევონ ისინი. გამოცდილი დიზაინერები გვირჩევენ ყურადღება ოჯახის შემადგენლობაზე გავამახვილოთ. ორი ადამიანისთვის კომბინირებული აბაზანა შეიძლება მოსახერხებელი იყოს, მაგრამ თუ ბავშვებთან ან მოხუც მშობლებთან ერთად ცხოვრობთ, უმჯობესია გააცაკევოთ, თუმცა ყველაფერი მაინც ბინის მფლობელის გემოვნებაზეა დამოკიდებული. 

Самая нужная комната: тенденции проектирования в новостройках


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა