არქიტექტურის საოცრებები - ყველაზე უცნაური შენობები დედამიწაზე
არქიტექტურა ადამიანის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოვლინებაა. საუკუნეების განმავლობაში, ადამიანებმა უამრავი უნიკალური და გამორჩეული შენობა ააშენეს, მაგრამ ზოგჯერ არქიტექტორების წარმოსახვა გასცდა ტრადიციულ დიზაინს და შექმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც თითქოს სხვა სამყაროებიდან არის. ეს უცნაური და არაორდინალური შენობები არა მხოლოდ არქიტექტურული საოცრებებია, არამედ სიმბოლოა იმისა, თუ რამდენად შორს შეიძლება მივიდეს ადამიანის ფანტაზია და უნარი.
Houses Spiral – Ramat Gan, Israel. (სახლი სპირალი ისრაელში)
სპირალის ფორმის სახლი, რომელიც ერთი შეხედვით გამოიყურება, როგორც წყლის სლაიდები "აკვაპარკში". არქიტექტორი გახლავთ ვინმე Zvi Hecker-ი. მშენებლობა დაიწყეს 1984 წელს და დაასრულეს 1990 წელს. სახლი დამზადებულია ბეტონის სპირალებისგან, ვარდისფერი მინისაგან და გოფრირებული თუნუქით.
Houses Basket, Newark, USA. (სახლი კალათა, ნიუიორკი, ა.შ.შ.)
კალათის ფორმის შენობა, რომელიც არის სამშენებლო კომპანიის Longaberger-ის ოფისი. მისმა მშენებლობამ ორ წელიწადს გასტანა: დაიწყეს 1995 წლის ოქტომბერში და დასრულდა 1997 წლის დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო რეჟიმში კი 9 დეკემბრიდანვე ჩადგა.
Stone house in Guimaraes, Portugal. (სახლი ქვა, პორტუგალია)
ვისაც უყვარს მულტფილმი, ზღაპრული სამყარო და ა.შ. სწორედ ეს ხედი იშლება პორტუგალიაში ქვის სახლის დანახვისას, უბრალოდ არ შეიძლება არ დაგიტოვოთ ოცნება, თუნდაც სულ ცოტახნით ამ სახლში მოხვედრისა, რომელიც გვევლინება ყველა ბუნებრივი კომპონენტის ნაზავის სახით.
Bubbles house in Cannes, France. (ბურთულაკებიანი სახლი, საფრანგეთი)
Antti Lovag Bubbles- ის არქიტექტურა, რომელიც დაფუძნდა 1975 წელს საფრანგეთის ერთ-ერთი ბიზნესმენ პიერ ბერნარისთვის. 1989 წელს კი ეს სახლი იყიდა ყველასთვის კარგათ ნაცნობმა დიზაინერმა Pierre Cardin-მა. სახლის ფართობია 1200 კვადრატული მეტრი, რომელიც შედგება ათი უზარმაზარი კრებულისგან და ყველა შემკულია სხვადასხვა მხატვრის შემოქმედებებით.
Tunnel Houses, Houston, Texas, USA. (სახლი გვირაბი, ამერიკა, ტეხასის შტატი)
ეს სახლი ბნელ ხვრელს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე გვირაბს. მისი დამფუძნებლები არიან მხატვრები: Dan Havel-ი და Dean Ruck-ი.
The house upside Syzmbark, Poland. (სახლი თავდაყირა, პოლონეთი)
დიზაინერ Daniel Czapiewski-ის მიერ შექმნილი სახლი, რომელიც ხასიათდება მეტად უცნაურობებით. მშენებლობის 114 დღეს გააჩნია ღრმა ფილოსოფია, ვინაიდან მუშებმა ამ დღეების განმავლობაში თავი იგრძვნეს მეტად ცუდათ და ამ სახლის დამთვალიერებლებიც ტკივილის იგივე ჩივილებით ხასიათდებიან, როგორიც მუშებს ახასიათებდათ. თითქოს რაღაც საერთო აქვს ამ ყველაფერს ოკულტურთან, მაგრამ დღემდე მტკიცებულება მიზეზისა ამ ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს.
