"ნიკო არაფერს დააკლებს" - იზა ომაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
Feedc-ის დამფუძნებელი, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს ვერაზე დაჭრეს. ორი თავდამსხმელი მას სახლთან ჩაუსაფრდა და მანქანასთან ჩაცხრილა. 22 წლის ნიკო 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ნიკოს დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ნიკოს ბებია გარდაიცვალა.
"ასე მეგონა სულ იქნებოდა იმედად, დედასავით ტკბილი, სიყვარულით და იუმორით სავსე, უკეთილშობილესი ქალბატონი , დედა, დედამთილი ნაზი(მართა)ღვინჯილია…
წავიდა ბებო ნიკოსთან, ნიკო კი არაფერს დააკლებს.
მოუნელებელ ტკივილად გვექნება ყველას რომ უკანასკნელი სურვილი ვერ აგისრულეთ ასეთია ეს ქვეყანა, ჩვენთვის მხოლოდ სასაფლაოა, ძალიან გვტკივა ძალიან…", - წერს ნიკო კვარაცხელია.