თეგებით ძიება

ორსართულიანი ბინა ათსართულიან კორპუსში - საბჭოთა არქიტექტორების ექსპერიმენტული პროექტი

ორსართულიანი სახლის ხსენებაზე ადამიანების უმეტესობას ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, ლამაზ ეზოში მდებარე სახლი წარმოუდგება თვალწინ. სტანდარტულ ბინებს მიჩვეული სსრკ-ს მოქალაქეებისთვის ეს  ნამდვილი ფუფუნება იყო,  თუმცა, ცნობილია, რომ აშენდა უამრავი ათსართულიანი შენობა, სადაც ბოლო სართულის მცხოვრებლებს დამატებითი, 90 კვადრატული მეტრის წყალობით, ნამდვილი ორსართულიანი ბინა ჰქონოდათ. 

ცოტა რამ ისტორიიდან

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორსართულიანი (ორდონიანი) ბინა კერძო სახლის ანალოგია, რომელიც მრავალსართულიან შენობაში მდებარეობს. ასეთი საცხოვრებელს დიდი ფართი სჭირდება, რაც კომფორტსა და ესთეტიკურ მიმზიდველობას უზრუნველყოფს. აგარაკის სახლებთან შედარებით, ორდონიანი ბინების უპირატესობა ურბანულ ინფრასტრუქტურასთან სიახლოვეა. 

საბჭოთა პერიოდში საცხოვრებელი კორპუსების უმეტესი ნაწილი  სტანდარტული პროექტით შენდებოდა, თუმცა, ზოგჯერ დამპროექტებლები მოსახლეობას ე.წ. ექსპერიმენტულ სახლებს სთავაზობდნენ, რომლებიც ძირითადად, საბჭოთა კავშრის დედაქალაქსა და პეტერბურგში შენდებოდა.

80-იან წლებში მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში ექსპერიმენტული, საჩვენებელი მიკრორაიონი აშენდა, სადაც განხორციელდა პროექტი ორდონიანი ბინებით, თუმცა საბოლოოდ, ეს სახლი ექსპერიმენტულ მოდელად დარჩა.. 

70-80-იან წლებში, კავკასიაში, ისევე როგორც მთელ საბჭოთა კავშირში სტანდარტული სახლები შენდებოდა, მაგრამ მომატებული სეისმური აქტივობის გამო, მშენებლებთან უფრო მკაცრი მოთხოვნები იყო. ჩრდილოეთ კავკასიასა და სტავროპოლის მხარის სამხრეთით დაიწყო „სპეციალური სერიის“ სახლების მშენებლობა, რომლებიც 8 ბალამდე მიწისძვრებს გაუძლებდნენ. სწორედ ამ სერიულ შენობებში განხორციელდა   ორსართულიანი ბინის პროექტი.

Справа от лестницы вход в туалет

ორსართულიანი ბინა მე-9 სართულზე მდებარეობს, საიდანაც 10-ზე მოხვდებით.  მე-10 სართული ორი ოთახისა და ერთი დერეფნისგან შედგება. მისი საერთო ფართი 36 კვადრატული მეტრია. ბინის მაცხოვრებლები ზედა სართულზე კიბის დახმარებით ხვდებიან, რომელიც დერეფანში, შესასვლელიდან მარცხნივ მდებარეობს. 

Лестница между этажами внутри квартиры. Фото: Avito.ru

ქვედა დონის ფართობი 47 კვადრატული მეტრის. ჭერის სიმაღლე ქვედა დონეზე 2,6 მ, ზედა დონეზე ცოტა მეტი – 2,7 მ.

აღსანიშნავია, რომ სველი წერტილები ბინაში ცალ-ცალკეა - აბაზანა მეორე სართულზეა, ტუალეტი - პირველზე. 

Микрорайон Герхожан, город Тырныауз, КБР


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა