თეგებით ძიება

კაილი ჯენერის მრავალმილიონიანი "განკითხვის დღის" სასახლე მე-5 წელია შენდება - ბუნკერი, 12-მანქანიანი ავტოფარეხი, 15 საძინებელი

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი­სა და მსა­ხი­ო­ბის კა­ი­ლი ჯე­ნე­რის სა­სახ­ლე "გან­კი­თხვის დღის­თვის" შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ დრო­ნით გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში, რომ­ლე­ბიც The U.S. Sun-მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვა.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის ელი­ტურ ჰი­დენ ჰილ­სის უბან­ში მდე­ბა­რე უზარ­მა­ზა­რი მა­მუ­ლი უკვე ხუთი წე­ლია, მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია.

კა­ი­ლიმ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად 36 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე­ში, იმა­ვე რა­ი­ონ­ში ცხოვ­რობს, თავ­და­პირ­ვე­ლად მა­ი­ლი სა­ი­რუ­სის კუთ­ვნი­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი მიწა 15 მი­ლი­ონ დო­ლა­რად, 2020 წელს შე­ის­ყი­და.

მი­წა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი 15 მი­ლი­ო­ნის გარ­და, 27 წლის კა­ი­ლიმ მა­მუ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში კი­დევ მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი ჩადო.

დას­რუ­ლე­ბულ სა­კუთ­რე­ბა­ში იქ­ნე­ბა მი­წის­ქვე­შა 12-მან­ქა­ნი­ა­ნი ავ­ტო­ფა­რე­ხი და ბუნ­კე­რი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­ი­ლის და მის შვი­ლებს, შვი­დი წლის სტორ­მის და სამი წლის აი­რეს სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვა­ში და­ი­ცავს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­სახ­ლე­ში იქ­ნე­ბა 15 სა­ძი­ნე­ბე­ლი, სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი და დიდი სა­ცუ­რაო აუზი.

ფო­ტო­ებ­ზე სულ მცი­რე, სამი სას­ტუმ­რო სახ­ლი ჩანს.

კა­ი­ლი შე­საძ­ლოა, ღვი­ნის ბიზ­ნეს­შიც გა­მოჩ­ნდეს, რად­გან მა­მულ­ში ვე­ნა­ხიც იქ­ნე­ბა.

კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი იქ­ნე­ბა დიდი ღო­ბით და ხე­ე­ბის ხში­რი კო­რო­მით.

დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სახ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სულ მცი­რე, ორ­ჯერ უფრო დიდი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე მისი დის, კიმ კარ­და­ში­ა­ნის 60 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე იმა­ვე უბან­ში.

კა­ი­ლის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის პორ­ტფელ­ში ასე­ვე შე­დის 13.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­სახ­ლე ბე­ვერ­ლი ჰილსში, რო­მელ­საც ის ყო­ფილ პარტნი­ორ ტრე­ვის სკოტ­თან იყოფს.

მი­ლი­არ­დერ­მა ასე­ვე 3.25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი პალმ სპრინგსის ნაკ­ვეთ­ზე და­ხარ­ჯა, სა­დაც და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლის აშე­ნე­ბას აპი­რებს.

კა­ი­ლი დრო­ის ნა­ხე­ვარს მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის, ტი­მო­თი შა­ლა­მეს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ნიუ იორკში ატა­რებს, თუმ­ცა გა­ურ­კვე­ვე­ლია, ფლობს თუ არა იგი სა­კუ­თარ ბი­ნას ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ლოს-ან­ჯე­ლე­სის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტმა, ტონი მა­რი­ო­ტიმ, RubyHome Luxury Real Estate-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ადრე The U.S. Sun-ს გა­ნუ­მარ­ტა მი­ზე­ზი, თუ რა­ტომ სჭირ­დე­ბა კა­ი­ლის სახ­ლის აშე­ნე­ბას წლე­ბი.

"დიდ სახ­ლებს, უბ­რა­ლოდ, მეტი დრო სჭირ­დე­ბა... მა­გა­ლი­თად, ეს სა­ძირ­კვე­ლი მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­ფა­რე­ხით, სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა. ის არა მხო­ლოდ უზარ­მა­ზა­რია, არა­მედ, გა­ცი­ლე­ბით უფრო რთუ­ლად ასა­გე­ბია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ძირ­კვე­ლი. მეტი სან­ტექ­ნი­კა, მეტი სა­დე­ნე­ბი, მეტი სა­ჰა­ე­რო სა­ვენ­ტი­ლა­ციო მი­ლე­ბია სა­ჭი­რო, რომ­ლე­ბიც ასე­თი სა­ძირ­კვლის გავ­ლით და მის გარ­შე­მო გა­დის. ძი­რი­თა­დი სის­ტე­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა გათ­ბო­ბა და კონ­დი­ცი­რე­ბა, ელექტრო­ბა და სა­ხუ­რა­ვი, ასე­ვე უფრო რთუ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია".

აგენ­ტის თქმით, გარ­და ამი­სა, შიდა მა­სა­ლე­ბი მზა პრო­დუქ­ტე­ბი არ არის, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა, ად­გი­ლობ­რივ სამ­შე­ნებ­ლო მა­ღა­ზი­ა­ში მო­ი­პო­ვე­ბო­დეს.

“მარ­მა­რი­ლო ან ქვა, რო­მელ­საც ისი­ნი იყე­ნე­ბენ, ან თუნ­დაც, ხა­ლი­ჩა, უნი­კა­ლუ­რია და სა­ვა­რა­უ­დოდ, მთე­ლი მსოფ­ლი­ო­და­ნაა შე­ძე­ნი­ლი. თუ რა­ი­მე გა­გი­თავ­დათ ან მა­სა­ლებ­თან სირ­თუ­ლე­ე­ბი გაქვთ, ეს და­ყოვ­ნე­ბას გა­მო­იწ­ვევს”, აღ­ნიშ­ნა მან.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა