თეგებით ძიება

რატომ აშენებდნენ საბჭოთა კავშირში მინის პანელებისგან კედლებს?

მინის პანელები ისევ ტრენდული ხდება. მასალა, რომელიც ხშირად, საბჭოთა კავშირთან ასოცირდება, მოდურ უცხოურ ინტერიერებში სულ უფრო ხშირად გვხვდება. მინის პანელებს ბუტიკების ფასადების გასალამაზებლად იყენებენ მოდის ისეთი გიგანტები, როგორებიც Cartier და Hermes არიან..

საბჭოთა არქიტექტურას ჰქონდა თავისებურებები, რომლებიც მხოლოდ ამ ქვეყანას ახასიათებდა და მინის პანელებით ნაგები კედლებიც ასეთი თავისბურება იყო. ყვითელი, ლურჯი ან მწვანე შეფერილობის ოთხკუთხედი პანელები ხორკლიანი ან გლუვი ზედაპირით საბჭოთა  ეპოქის ადმინისტრაციული შენობების უცვლელი ატრიბუტი გახლდათ.

-3

მასალის წარმოშობა

ეს უჩვეულო სამშენებლო მასალა პირველად ამერიკაში გამოჩნდა.  მის შემქმნელად ჯეიმს პენიკუიკი ითვლება, რომელმაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში „მინის კედლები“ შექმნა.

წარმოების გახსნისთვის საჭირო პატენტის მიღების შემდეგ, პენიკუიკმა საკუთარი კომპანია შექმნა და დარწმუნებული იყო, რომ მის გამოგონებას დიდი წარმატება ექნებოდა. პენიკუიკს სურდა, რომ მინის პანელები სარდაფების ბუნებრივი განათებისთვის გამოეყენებინა. 

ამერიკელი გამომგონებლის მიერ შექმნილი პანელი მეტალის ბადეს ჰგავდა, რომელიც მინის ჩანართებით იყო შევსებული. ასეთი პანელი სარდაფში ხელოვნური განათების საჭიროებას ამცირებდა. გამოგონებამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ კანადასა და ევროპაშიც.

რუსეთის იმპერიაში მინის პანელები XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. მათ წარმოებაზე ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობდა.

მინის პანელები საბჭოთა კავშირში

რევოლუციის შემდეგ, ამერიკიდან იმპორტი შეწყდა, ამიტომ მინის პანელების წარმოება თავად საბჭოთა კავშირში დაიწყეს. ამ დროს პანელებს სარდაფის გარდა, უკვე კედლების, შიდა ტიხრებისა და კიბის უჯრედების ფანჯრების მშენებლობისთვისაც იყენებდნენ, თუმცა პენიკუიკის ქმნილების პოპულარობის პიკი 1960-70-იან წლებში დადგა. ამ დრო  მინის პანელებს უამრავ შენობაში ნახავდით, თუმცა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში იშვიათად გამოიყენებოდა. მათი ძირითადი დანიშნულება მაინც საზოგადოებრივი შენობები იყო.

-2

უჩვეულო მასალის უპირატესობები

✔ ენერგოეფექტურობა – მათი გამოყენება ხელს უწყობდა ელექტროენერგიის დაზოგვას, რადგან დღის განმავლობაში ბუნებრივ სინათლეს ატარებდა. 

✔ კონფიდენციალურობა – მინის პანელი კარგად ატარებდა შუქს, რაც ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლეოდა. ამავდროულად, ის შესანიშნავად მალავდა ყველაფერს, რაც  პანელის მიღმა ხდებოდა. 

✔ თერმომდგრადობა და დაცულობა –პანელებს მაღალი თერმული მდგრადობა ჰქონდათ და 40 გრადუსამდე ტემპერატურულ ცვლილებებს უძლებდნენ. ისინი მაღალი სიმტკიცითა და ნესტგამძლეობით გამოირჩეოდნენ, რაც ზოგიერთი მარკის აგურსაკც ი უწევდა კონკურენციას.

საბჭოთა კავშირის გარდა, ეს სამშენებლო მასალა ფართოდ გამოიყენებოდა სხვა სოციალისტურ ქვეყნებსა და მათ პარტნიორ სახელმწიფოებში.

მინის პანელები ძველ შენობებში დღესაც გვხვდება, თუმცა დიზაინერები ამბობენ, რომ 2025 წელს ის უფრო აქტუალური იქნება! მინა ბლოკების გამოიყენება შეიძლება როგორც ოთახის გამყოფად ინტერიერში ასევე ტერიტორიების ზონირებისთვის და სინათლის გადინებისთვის სივრცეში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა