თეგებით ძიება

რა იმალება ბილ გეიტსის 125 მილიონ დოლარად შეფასებული სახლის მოკრძალებული იერის მიღმა?

70 წლის ბილ გეიტსის ქონება 128 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Forbes USA-ის მიხედვით, ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

Билл Гейтс - филантроп, сооснователь Microsoft, один из самых известных миллиардеров планеты.

ბევრს ჰგონია, რომ ბილ გეიტსი ისეთ სასახლეში ცხოვრობს, რომ მასთან შედარებით, ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები ქაღალდის ყუთებს ჰგავს, თუმცა, როდესაც ვაშინგტონის ტბის ნაპირზე, მთის ფერდობზე მდებარე სახლს ნახავთ, აღფრთოვანების ნაცვლად შეკითხვა გაგიჩნდებათ – რა არის ამ სახლში ისეთი განსაკუთრებული, რომ 125 მილიონ დოლარად შეაფასეს? 

Поместье Билла Гейтса «Xanadu 2,0» на озере Вашингтон.

Xanadu 2.0 – ბილ გეიტსის 125 მილიონ დოლარად შეფასებული სასახლე ვაშინგტონის ტბის პირას

ბილ გეიტსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახლი – Xanadu 2.0 –ვაშინგტონის შტატის ქალაქ მედინაში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 6100 კვადრატული მეტრია. გეიტსმა ეს ნაკვეთი 1988 წელს, 2 მილიონ დოლარად შეიძინა, სასახლის მშენებლობას კი 7 წელი და 63 მილიონი დოლარი დასჭირდა. დღეს მისი ღირებულება თითქმის ორჯერ მეტია. ერთი შეხედვით, ეს ადგილი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება, მაგრამ მისმა მინიმალისტურმა იერმა არ შეგაცდინოთ – ეს მხოლოდ ფასადია. 

Резиденция стоимостью в 125 млн, спрятанная под холмом.

ბილ გეიტსის „ჭკვიანი სახლის“ - Xanadu 2.0-ს პროექტი ცნობილ არქიტექტორს ჯეიმს კატლერს ეკუთვნის.  სახლში ოთხი დონეა, თუმცა მისი უდიდესი ნაწილი მიწის ქვეშ მდებარეობს, ამიტომ ის უფრო პატარა ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. სახლის წინა ფასადი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი იშვიათი სახეობის ხის პანელებისგან შედგება, ინტერიერში კი გამოყენებულია ხე, ბუნებრივი ქვა, მარმარილო და მინა, რაც ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი მასალებია.

Пол, чувствительный к давлению, оборудованный датчиками.

კომპიუტერული გენიოსის სახლი უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. ბილ გეიტსი ფარულობის მოყვარულია, სახლის ტერიტორიაზე განთავსებულია სტუმრების მისაღები საიდუმლო სახლი, საიდუმლო გარაჟი და ა.შ. ფარული კამერები ყველგან. დეკორაციასა და ქვის კედლებშიც კი არის დამონტაჟებული. კედლებში დამონტაჟებულია სპეციალური დინამიკები, რომლებიც მუსიკას საშუალებას აძლევს, რომ სახლის მფლობელთან და მის სტუმრებს ერთად ოთახიდან ოთახში გადაადგილდეს.

«Xanadu 2,0».Театр в доме Гейтса – самый современный и высокотехнологичный.

სახლის იატაკი აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც ადგენენ, ვინ მოძრაობს შენობაში. ამ ინფორმაციის საფუძველზე იცვლება განათება, ტემპერატურა და მუსიკა, რომელიც კონკრეტული ადამიანის გემოვნებას ერგება.

В «Xanadu 2,0» оборудовано 7 уютных спален.

მილიარდერის სახლში 24 ოთახია, მათ შორის:

6 სრულად აღჭურვილი სამზარეულო,

7 კომფორტული საძინებელი,

უზარმაზარი საბანკეტო დარბაზი,

20-ადგილიანი კინოთეატრი,

ბიბლიოთეკა და ოფისი.

საბანკეტების დარბაზის ფართობი 215 კვადრატული მეტრია და ერთდროულად, 150 ადამიანს იტევს. აქვე განთავსებულია 7-მეტრიანი ტელევიზორი და დიდი ბუხარი.

სახლის სხვადასხვა კუთხეში 6 სამზარეულოა განთავსებული. ნებისმიერ მათგანში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ნახავთ შეფ-პოვარს, რომელიც მზადაა სასურველი კერძი მოგიმზადოთ.

«Xanadu 2,0». Банкетный зал для приемов на 150 человек.

სპორტს და ფიზიკურ ვარჯიშს ბილ გეიტსისა და მისი ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, შესაბამისად, სახლის სპორტული სივრცე მოიცავს:

18 მეტრიან საცურაო აუზს მინის კედლით,

საუნას და გასახდელებს,

6 მეტრი სიმაღლის ბატუტის ოთახს,

ღია სპორტულ მოედნებს.

«Xanadu 2,0». Столовая с аквариумом.

ბილ გეიტსის კომპიუტერულ სისტემაში მილიონზე მეტი ციფრული ნახატი ინახება, რომლებსაც მთელ სახლში განთავსებულ ეკრანებზე იხილავთ. ეკრანზე გამოსახულება ღილაკზე თითის დაჭერით იცვლება და სახლის პატრონს საშუალებას აძლევს, რომ ეკრანზე საყვარელი ხელოვნების ნიმუში დააყენოს. ერთი ასეთი მონიტორის ფასი 150 000 დოლარია. 

სახლში ბილ გეითსის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი ბიბლიოთეკაა. ის იშვიათი და განსაკუთრებით ღირებული წიგნების კერძო კოლექციას მოიცავს. რა თქმა უნდა, კომპიუტერული გენიოსი ბეჭდური ვერსიების გარდა, ბევრ ელექტრონულ ვერსიას ინახავს. ბიბლიოთეკის ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად ლეონარდო და ვინჩის ხელნაწერები ითვლება, რომლებიც ბილ გეიტსმა ჯერ კიდევ 1994 წელს, 30,8 მილიონ დოლარად შეიძინა. 

«Xanadu 2,0». Библиотека – одно из любимых мест Билла Гейтса.

ბილ გეიტსის ორდონიანი ბიბლიოთეკის ფართობი 195 კვადრატული მეტრია. ბიბლიოთეკის მშვენება სამკითხველო დარბაზის თავზე მდებარე უზარმაზარი მინის გუმბათია, რომელიც კითხვისთვის იდეალურ განათებას უზრუნველყოფს. 

ბილ გეიტსის სახლი სასურველ სტუმრებს ყოველთვის სიხარულით ხვდება. აქ სტუმრებს სპეციალურ მიკროჩიპებს გადასცემენ, რომლებიც მათთვის მოსახერხებელ გარემოს ქმნიან – განათება, ტემპერატურა და მუსიკა სტუმრის გემოვნებას ავტომატურად ერგება.

 «Xanadu 2,0».

მიკროჩიპები სახლში განთავსებულ სენსორებს უკავშირდებიან, რაც მასპინძელს საშუალებას აძლევს ერთდროულად ყველა სტუმრის მოძრაობა აკონტროლოს და სახლის ტერიტორიაზე მათი კომფორტული სტუმრობა უზრუნველყოს. 

«Xanadu 2,0». Гостиная.

დაპროგრამებული ჩიპის წყალობით, აბაზანამაც კი იცის წყალი რა ტემპერატურამდე უნდა გაათბოს. 

ბილ გეიტსი გარემოსაც დდ ყურადღებას აქცევს – რეზიდენციაში სპეციალური სენსორები 24/7 აკონტროლებენ მის საყვარელ 45 წლის ნეკერჩხლის ხეს. სხვათა შორის, სახლის ტერიტორიაზე ხის მავნებლებს ლაზერული სენსორებით აკონტროლებენ და ანადგურებენ!

«Xanadu 2,0». Вид на террасу.

აი, ასეთი უნიკალური და ტექნოლოგიურად დახვეწილი სახლია Xanadu 2.0 – ბილ გეიტსის ყველაზე საიდუმლო და დახვეწილი რეზიდენცია. 

«Xanadu 2,0». Пляж, для которого песок завозят с Карибских островов.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა