თეგებით ძიება

სახლის საძირკველი რომ დალოცვილი იყოს, ფუძის ანგელოზს უნდა მოვუხმოთ და ღმერთს დახმარება ვთხოვოთ - ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე

როგორი უნდა იყოს ბედნიერი ადამიანის სახლი? თემაზე TIA.GE-ს ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე ესაუბრა:

- ნებისმიერი პრობლემის სათავე ფუძიდან მოდის. ფუძე კი ყოველთვის სახლია. ესაა გენეტიკაა, ადგილი, რომელსაც ზედმიწევნით კარგად უნდა ვუფრთხილდებოდეთ. როდესაც ბინას ვყიდულობთ უპირველეს ყოვლისა, აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ვიცოდეთ ეს ბინა ახალია თუ მასში ვინმე ცხოვრობდა, რა გზა გაიარა ამ სახლმა  და მისაღებია თუ არა მსგავსი გარემო თქვენთვის? 

_ ამის ცოდნა რატომაა აუცილებელი?

_ თუ სახლში თქვენამდე სხვა ვინმე ცხოვრობდა, იქ სხვა სახის ენერგეტიკული პროცესების გატარებაა საჭირო, რომ  გარემო გაიწმინდოს და გასუფთავდეს, ხოლო თუ ბინა ახალია, გამოლოცვები დაგვჭირდება. რა თქმა უნდა,  აუცილებლობას წარმოადგენს სასულიერო პირი, რომ ჩვენი ლოცვით ბინაში მფარველი ანგელოზი მოვიხმოთ. აუცილებლობას წარმოადგენს, რომ გვქონდეს რამდენიმე საეკლესიო ნივთი, რომ სახლი ნაკურთხი და დაცული იყოს. 

ბინის შერჩევის დროს, მე ნაწილობრივ ფენგ-შუის განლაგებებსაც ვაქცევ ხოლმე ყურადღებას. ფენგ-შუი მაგია არ არის. ეს ფიზიკური მეცნიერებაა მხოლოდ და მხოლოდ განლაგებისთვის. ფენგ შუის გარკვეული განლაგებებია საჭირო, რომ ზუსტად ვიცოდეთ სამზარეულო სად უნდა იყოს, საძინებელი სად უნდა იყოს, შემოსასვლელში რა უნდა იყოს, სარკე საჭიროა თუ არა. განლაგების რამდენიმე სექტორი სწორად უნდა დავგეგმოთ და შევარჩიოთ და უნდა ვეცადოთ, რომ სახლში პირადი ბედნიერების ჰარმონია შევქმნათ. ეს ჰარმონია მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის  სულიერი მუშაობით მიიღწევა იმიტომ, რომ თუ თავად პიროვნება მანკიერი ბუნებისაა, იმას ამ საკითებზე რამდენიც არ უნდა ესაუბრო, თუ ცხოვრებამ არ გამოწვრთნა და არ დააბრძენა, მაინც ვერ გაიგებს. თუ ადამიანს ეს საკითხები გარკვეული კუთხით ესმის, მაშინ ის სხვანაირ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომ ოჯახში გარკვეული სახის ჰარმონია შეიქმნას. 

_ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სახლის მშენებლობის დროს და როგორი უნდა იყოს ბედნიერი ადამიანის სახლი? 

_ სახლის მშენებლობის დროს, როდესაც საძირკველს ვასხამთ, აუცილებლობას წარმოადგენს სასულიერო პირის ადგილზე ყოფნა. სახლის საძირკველი რომ დალოცვილი იყოს,  ფუძის ანგელოზს უნდა მოვუხმოთ და ღმერთს დახმარება ვთხოვოთ. იქვე ითქმება ლოცვა: ,,დაამკვიდრე უფალო სახლსა ამას ანგელოზი ფუძისა." უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გაუაზრებელი ნაბიჯის მერე ღმერთს და ფუძის ანგელოზს ვცილდებით.

სამწუხაროდ, დღეს ბევრს ღმერთის ხსენება არ უნდა, მაგრამ ასე არ გამოვა, იმიტომ, რომ კოსმოსს თავისი შემქმნელი, თავისი პატრონი ჰყავს, ამიტომ ეს ძალიან  მნიშვნელოვანია. ხშირად  მინახავს, რომ სახლის საძირკველში ფულს ყრიან. არ ვიცი ამას რატომ აკეთებენ, მაგრამ საძირკველში ფული, რაღაც სახის კეთლდღეობა და აქსესუარები კი არ უნდა ჩავაყოლოთ,  საჭიროა მადლობა ღმერთისადმი, ლოცვა და შესაბამისი სულიერი ხაზით ცხოვრება. მთავარი ეს არის. 

და ბოლოს, სახლი არის მორგებული იმ ადამიანზე ან ოჯახზე, ანუ ადამიანების ენერგეტიკაზე, ვინც მასში ცხოვრობს და დიდი ხნით უცხო ხალხს ვერ იტევს და ვერც იღებს, თუ აუცილებელი არაა. 

ეს ბადებს შემდგომ გაუგებრობებსაც. ამიტომ, სტუმრობასაც თავის ლიმიტი უნდა ჰქონდეს! საეჭვო ხალხის, ბევრი თვალის, ხმაურის და ჩხუბის ადგილი ჩვენს ბუდეში არ არის!

სახლი ადამიანის ყველაზე ერთგული და წმინდა ადგილია, რომელსაც გულით უნდა ვუფრთხილდებოდეთ!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა