თეგებით ძიება

ბრიტანეთი სოციალურ საცხოვრებლებში ენერგოეფექტურობის დასანერგად $2.3 მილიარდს დახარჯავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სოციალურ საცხოვრებლებში ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურის, მზის პანელების, გამათბობლებისა და თერმული იზოლაციის მოსაწყობად 1.8 მილიარდი გირვანქა სტერლინგის, ანუ 2.3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, რაც მობინადრეებს ფინანსების დაზოგვასა და ემისიების შემცირებაში დაეხმარებათ - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

კომუნალური გადასახადების შემცირება ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ დაისახა. ხელისუფლება ასევე აპირებს, 2050 წლამდე მნიშვნელოვნად შეამციროს ნახშირბადის ემისიები და თავის კლიმატის სამიზნე მაჩვენებლებს მიაღწიოს.

იქიდან გამომდინარე, რომ ბრიტანეთში ბუნებრივი აირის ღირებულება, ზედიზედ მესამე კვარტალია, იზრდება, მოქალაქეების კომუნალურმა გადასახადებმა 4 მილიარდ ფუნტს მიაღწია.

“ასეთ დროს, როდესაც ბევრი საკუთარ თავზე გამოცდის გაზრდილ კომუნალურებს, რაც ბრიტანეთის საერთაშორისო ბაზარზე დამოკიდებულებითაა განპირობებული, მთავრობის დაფინანსება ბევრ ოჯახს დაეხმარება, წლიურად რამდენიმე ასეული გირვანქა სტერლინგი დაზოგოს” - ნათქვამია ენერგოუსაფრთხოების დეპარტამენტის განცხადებაში.

დაფინანსება მცირე შემოსავლის მოსახლეობასა და იმ პირებზეა გათვლილი, რომლებიც სოციალურ საცხოვრებლებში ცხოვრობენ. ხელისუფლების ინფორმაციით, პროგრამა ინგლისში 170 000 სახლზე გავრცელდება.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა