“ვლოცულობდით, როცა რყევა დაიწყო...“ - სულ მცირე 3 გარდაცვლილი და ათობით დაკარგული
Guardian-ი მიანმარში არსებული ვითარების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. სააგენტოს ცნობით, მიანმარის სიდიდით მეორე ქალაქში, მანდალაიში მიწისძვრის შედეგად მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ცნობილია მინიმუმ 3 გარდაცვლილის შესახებ.
BBC-ის ცნობით, ტაივანის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის შედეგად 30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა. ჩამონგრეული კორპუსის ტერიტორიაზე მშენებლობაზე დასაქმებულ 70 მუშას ეძებენ.
ნანგრევებში ადამიანები ამ დრომდე არიან მოყოლილები და მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
"მთელი ქალაქი დაზიანდა მიწისძვრით. სამაშველო ჯგუფები და საავადმყოფოები ახლა გადატვირთულია", - თქვა თვითმხილველმა.
ტაილანდის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქალაქ ტაუნგუში 90 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 3 დაღუპული მიანმარის მეჩეთის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
“ვლოცულობდით, როცა რყევა დაიწყო... სამი ადამიანი გარდაიცვალა“, - ამბობს მეჩეთში მყოფი ერთ-ერთი თვითმხილველი.
წითელი ჯვრის ცნობით, მანდალაისას, საგაინგის რეგიონებში და სამხრეთ შანიში ჩამოვარდნილია ელექტროგადამცემი ხაზები, რაც ართულებს მათ მუშაობას. უცნობია, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების რაოდენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ყოველწუთიერად იზრდება.
დაღუპულთა და დაშავებულთა სავარაუდო რიცხვი ამ დროისთვის რამდენიმე ათეულს აღწევს.
მიანმარის ხუნტამ “საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. ეპიცენტრის ადგილზე მიანმარის არმიის მეთაური მინ აუნგ ჰლაინგი ჩავიდა.
"საგანგებო მდგომარეობა" გამოცხადდა საგაინგის, მანდალაის, ბაგოსა და მაგვეის რეგიონებში, ასევე აღმოსავლეთ შან შტატში.
შეგახსენებთ, 28 მარტს ცენტრალურ მიანმარში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოგში, 7.7 მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, მაღალსართულიანი მშენებარე შენობა სრულად ჩამოინგრა.
ნახეთ ვიდე