თეგებით ძიება

"ვიმედოვნებთ, შემდეგი წლიდან უკვე დაიწყება" - რა ეტაპზეა 12 მეტროსადგურის მოდერნიზების პროექტი?

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი, გიორგი შარკოვი ამბობს, რომ 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი, სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან დაიწყება. მან ამის შესახებ BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მან პროექტის მიმდინარე სტატუსტზე ისაუბრა, ტენდერზე, რომელიც 12 მეტროსადგურის კონცეპტუალურ გეგმას ეხება და EBRD-ის დონორობით განხორციელდება.

"ტენდერი მიმდინარეობს 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეფასება, რომელიც მალე დასრულდება, უკვე ფინანსური წინადადებებიც გაიხსნა, ბანკთან თანხმდება უკვე გამარჯვებულის გამოვლენის საკითხი. ამ ტენდერის შედეგად დადებული ხელშეკრულების ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია განახორციელებს კონცეპტუალური დიზაინის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებას დეტალური დიზაინისა და მშენებლობისთვის, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლიდან უკვე დაიწყება.

ტენდერი EBRD-ის დაფინანსებით არის, შესაბამისად ვიმედოვნებთ და მოთხოვნებიც იქნება უკვე სამუშაოების და დეტალური პროექტირების ნაწილში, რომ უნდა იყოს გამოცდილი კომპანია, რომელსაც ექნება არაერთი ანალოგიური პროექტის განხორციელების გამოცდილება. ველოდებით გამოცდილ, კვალიფიციურ კომპანიებს ამ ტენდერში. ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოებსა და დეტალურ პროექტირებაზე შემდეგი წლის დასაწყისში დავდეთ ხელშეკრულებას", - აღნიშნა გიორგი შარკოვმა.

მისივე თქმით, სამუშაოების ხანგრძლივობა დაახლოებით 5 წელი იქნება.

"სამუშაოების ნაწილში დაგეგმილია 12 მეტროსადგური, გარდა ამისა იგეგმება დარჩენილ სადგურებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირების მომზადებაც. სამუშაოების ხანგრძლივობას დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ვვარაუდობთ იმიტომ, რომ 12-ვე სადგურს ერთად ვერ დავიწყებთ, რადგან გარკვეულ ეტაპზე შესაძლებელია სადგურების დაკეტვის საჭიროება დადგეს. პროექტანტმა და შემდეგ მშენებელმა უნდა წარმოგვიდგინოს გეგმა, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად მოხდება სადგურების რეაბილიტაცია, რომ მგზავრებისთვის შეფერხება მინიმუმამდე დავიყვანოთ",- განმარტა გიორგი შარკოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა