აშშ-ის აქციები ერთ საათში 3 ტრილიონ დოლარამდე დაეცა
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ აშშ-ის იმპორტზე ტარიფების, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე ცალკე გადასახადების დაწესების შესახებ ამერიკულ საფონდო ბაზარზე პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი დაცემა გამოიწვია - ამის შესახებ Wall Street Journal წერს.
ხუთშაბათის ვაჭრობის დაწყებისას S&P500-ინდექსი 4%-ზე მეტად, Nasdaq 4,9%-ით, Dow Jones 3,7%-ით, ხოლო Russell 2000-ინდექსი, რომელიც მცირე კაპიტალის კომპანიებს მოიცავს, თითქმის, 7%-ით დაეცა.
ვაჭრობის მხოლოდ ერთ საათში უმსხვილესი ამერიკული კომპანიების შემავალი ფასიანი ქაღალდები 2 ტრლნ დოლარით გაიაფდა, ხოლო აშშ-ის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 2.7 ტრლნ დოლარით დაეცა, რაც 2020 წლის შემდეგ რეკორდული დაცემაა.
companiesmarketcap-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ, უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს, რომელთა აქციების ღირებულება ბოლო 24 საათში მნიშვნელოვნად შემცირდა:
- Apple - ერთი აქციის ღირებულება 203.19 დოლარი, შემცირდა 9.25%-ით
- Microsoft - ერთი აქციის ღირებულება 373.11 დოლარი, შემცირდა 2.36%-ით
- Nvidia - ერთი აქციის ღირებულება 101.8 დოლარი, შემცირდა 7.81%-ით
- Amazon - ერთი აქციის ღირებულება 178.41 დოლარი, შემცირდა 8.98%-ით
- Alphabet (google) - ერთი აქციის ღირებულება 152.63 დოლარი, შემცირდა 3.92%-ით
- Meta - ერთი აქციის ღირებულება 531.62 დოლარი, შემცირდა 8.96%-ით
- Tesla - ერთი აქციის ღირებულება 267.28 დოლარი, შემცირდა 5.47%-ით
- Broadcom - ერთი აქციის ღირებულება 154.01 დოლარი, შემცირდა 10.51%-ით
- Eli Lilly - ერთი აქციის ღირებულება 789.09 დოლარი, შემცირდა 3.56%-ით
- Walmart - ერთი აქციის ღირებულება 87.26 დოლარი, შემცირდა 2.79%-ით
ცნობისთვის: ოთხშაბათს საღამოს, თეთრი სახლის “ვარდების ბაღში” გამოსვლისას პრეზიდენტ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მათ შორის დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთს, ხოლო 20%-იანი ევროკავშირს დაუწესდა. შედეგად აშშ-ში ტარიფების საშუალო განაკვეთი ყველანაირ იმპორტზე 2024 წლის 2.5%-დან 22%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი დონე ბოლოს, დაახლოებით, 1910 წელს დაფიქსირდა.