თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა - რას წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში?
თბილისის დროით 06:03 საათზე, დღეს, 6 აპრილს, თბილისთან ახლოს 3.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან 4 კმ-ში, სოფელი ენაგეთი იყო.
მიწისქვეშა ბიძგები დედაქალაქში საკმაოდ მძლავრად იგრძნობოდა და გარდა ამისა იყო გუგუნის ხმა. ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც წერენ.
როგორც სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე წერს, მიწისქვეშა ბიძგები ასე იმიტომ იგრძნობოდა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისთან ახლოს იყო:
"ნუ გეშინიათ, პატარაა, უბრალოდ თბილისთან ახლოს იყო!მიწისძვრის დროს გუგუნი და ხმა, მიწის გარღვევის ხმა არის, ეპიცენტრთან ახლოს როდესაც ხართ, გესმით ეს ხმა კარგად. ქვეკსნელიდან არ მოდის, უბრალოდ რღვევაზე გადაადგილება ხდება.
თბილისი სეისმურად საშიში ქალაქია", - წერს თეა გოდოლაძე.