7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი
საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ სამსახური ან საქმიანობის სფერო შეცვალოთ, სპორტით დაკავდეთ, დაისვენოთ ან გაერთოთ. მშვენიერი დროა მეგობრებთან ერთად გართობისა და დასვენებისთვის. ვარსკვლავები ქალებს აფრთხილებენ, რომ ახალ გაცნობილ ადამიანებთან პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდონ, მამაკაცებმა კი საკუთარი ვალდებულებები არ უნდა დაივიწყონ. ზედმეტმა თავდაჯერებამ შეიძლება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს.
კურო
ცვლილებების დროა. გრძნობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და ეს ერთდროულად გაშინებთ და გსიამოვნებთ. საქმის მიმართ პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ჩანაფიქრი სწრაფად და ადვილად განახორციელოთ. დროა, საკუთარი გარემოცვა და მისი მოქმედებები ობიექტურად შეაფასოთ და დასკვნა გამოიტანოთ.
ტყუპები
ეს დღე წინააღმდეგობრივი სიტუაციებით სავსეა - იცით, რომ სხვების ცხოვრებაში არ უნდა ჩაერიოთ, თუმცა ძალიან გაინტერესებთ, ახლობლებისა და კოლეგების ცხოვრებაში რა ხდება და ცნობისმოყვარეობას ვერ ერევით. თუ ოჯახის რომელიმე წევრისთვის გამოცდილების გაზიარებას და რჩევების მიცემას აპირებთ, ჯობია თავი შეიკავოთ - არავინ მოგისმენთ და უბრალოდ დროს დაკარგავთ.
კირჩხიბი
ეს დღე იღბლიანი შემთხვევებითა და სიახლეებით სავსეა. ცვლილებებისა და სიახლეებისთვის ხელსაყრელი დღეა. მთავარია, სიზარმაცე დაძლიოთ და მოქმედება დაიწყოთ - ყველა საქმეში წარმატება გელით. გამორიცხული არ არის, რომ დამატებითი შემოსავლის წყარ აღმოაჩინოთ - გამოიყენეთ ეს შანსი, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.
ლომი
ამ დღეს ნებისმიერ ინფორმაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ არაკეთილგანწყობილმა ადამიანებმა თქვენი მოტყუება ვერ შეძლონ. ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც სამსახურში, კოლეგებისა თუ მეგობრებისგან გაიგებთ. ემოციების მოზღვავების ფონზე დაპირისპირებებისა და კონფლიქტების თავიდან არიდება რთული იქნება. დღის უმეტეს ნაწილს სასიყვარულის ურთიერთობის შენარჩუნებაზე ფიქრს დაუთმობთ — ეცადეთ პარტნიორის საჭიროებები უფრო მეტად გაითვალისწინო.
ქალწული
ამ დღეს სასურველ შედეგს დიდი შრომისა და მოთმინების წყალობით მიაღწევთ. ადამიანი, რომელსაც დღეს ან ხვალ გაიცნობთ, მომავალში აუცილებლად დაგეხმარებათ. ეცადეთ დაეხმაროთ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება და თქვენი სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ. ამ დღეს შინაგანი სიმშვიდისმოპოვებაში მედიტაცია, ლოცვა და მადლიერების გამოხატვა დაგეხმარებათ.
სასწორი
ხელსაყრელი დროა გულწრფელი ურთიერთობებისთვის როგორც ოჯახში, ისე სამსახურში. ყურადღებით მოუსმინეთ ახლობლების აზრებსა და სურვილებს. სამსახურში დასახული მიზნების მიღწევისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. თუ გრძნობთ, რომ საქმეს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ. მოერიდეთ უცნობ ადამიანებთან გულახდილობას, თორემ შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენს წინააღმდეგგ გამოიყენონ.
მორიელი
ეს დღე ქაოსითა და მცირე პრობლემებით სავსეა. მოსალოდნელია გაუგებრობა მეზობლებთან ან თანამშრომლებთან. გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრამდე არ გადადო — შესაძლოა, მოულოდნელად მოსულმა სტუმრებმა გეგმების შეცვლა გაიძულოთ. საღამო კარგად ჩაივლის და მეგობრულ გარემოში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას შეძლებთ.
მშვილდოსანი
დღე, რომელსაც დიდი ხანია ელოდით, საბოლოოდ დადგა. ამჟამად ყველაფერი ადვილად გამოვა, გეგმებსაც განახორციელებთ და რთულ მოლაპარაკებებსაც თქვენთვის სასურველი შედეგით დაასრულებთ. თუ არ იზარმაცებთ, მუშაობის პროცესში არსებული ხარვეზები მალე გამოსწორდება. ცოტა ხნით მავნე ჩვევებზე უარის თქმა უნდა სცადოთ — იქნებ მათთან დაბრუნება აღარასოდეს მოგინდეთ.
თხის რქა
რთული და ემოციურად დამღლელი დღეა. ერთფეროვანი და უსიამოვნო მოვლენები ძალიან დაგღლით. გირჩევთ ტემპი შეანელოთ და საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ. გახსოვდეთ, რომ ეს დღე მალე ჩაივლის და სირთულეებიც დასრულდება. საღამოს შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების გზას შეცვლის. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული გააგრძელებთ თუ არა მასთან ურთიერთობას. გირჩევთ რამდენიმე საათი საკუთარი თავისთვისაც გამონახოთ — ამას ნამდვილად იმსახურებთ.
მერწყული
ეს დღე სიურპრიზებით და რომანტიკული განწყობით სავსეა. რაც არ უნდა აკეთოთ, ყველაფერი სიყვარულთან ან პარტნიორის ძიებასთან იქნება დაკავშირებული. ყურადღებით მოუსმინეთ საყვარელ ადამიანს და ეცადეთ მისი თხოვნა გაითვალისწინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს. პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით. თუ ავტომობილს მართავთ, ამ დღეს გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.
თევზები
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და მუშაობის სურვილი არ გაქვთ, რაც შეიძლება უფროსს შეუმჩნეველი არ დარჩეს და შენიშვნა დაიმსახუროთ. კოლეგებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, მაგრამ თქვენი პიროვნული თვისებები და მომხიბვლელობა კომპტომისის პოვნაში დაგეხმარებათ. ერიდეთ უსამართლო კრიტიკას, რომ თქვენთვის ძვირფასი ურთიერთობა არ დააზიანოს.