თეგებით ძიება

„ვინჩესტერი ცდილობდა მისი ოჯახის მიერ შექმნილი იარაღით დაღუპულთა სულები დაემშვიდებინა“ - ორი შენობა, რომელიც ყველაზე დიდხანს შენდებოდა

კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ჰოსეში მდებარე ვინჩესტერის იდუმალი სახლი (Winchester Mystery House) ოდესღაც ვინჩესტერის მარკის იარაღის პირველი მწარმოებლის, უილიამ  ვინჩესტერის ქვრივს, სარა ვინჩესტერს ეკუთვნოდა. ეს ვიქტორიანული სასახლე განთქმულია თავისი ზომით, არქიტექტურით და იმით, რომ 38 წლის მანძილზე შენდებოდა. სახლის მშენებლობა 1886 წელს დაიწყო და 1924 წლამდე გაგრძელდა.

13

ამ დროის მანძილზე, სახლის მფლობელი, სარა ვინჩესტერი სახლს მუდმივად ამატებდა ოთახებს, კიბეებს, დერეფნებს და კარებს.
დღეს სახლში არის: 160 ოთახი, 40 კიბე, 2 სარდაფი, 10,000 ფანჯარა, კარები და კიბეები, რომლებიც "არსად" მიდიან..

26

ლეგენდის თანახმად, სარას სჯეროდა, რომ სახლის დაუსრულებელი  მშენებლობა დაეხმარებოდა, რომ დაემშვიდებინა იმ ადამიანების სულები, ვინც მისი ოჯახის მიერ შექმნილი იარაღით დაიღუპა.

 

საგრადა ფამილია (Sagrada Familia)

 

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ბარსელონაში მდებარე ბაზილიკა დაუსრულებელი მშენებლობების რეკორდსმენია - მისი მშენებლობა  1882 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. საგრადა ფამილიას ანუ „წმინდა ოჯახის“ არქიტექტორი  ცნობილი ანტონი გაუდია.

მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2026 წელს (გაუდის გარდაცვალებიდან 100 წლის თავზე).

ზღაპრული საგრადა ფამილია - mygoals.ge

დღემდე მშენებლობა მხოლოდ კერძო შემოწირულობებით და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით ფინანსდება.

ეს პროექტი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელვადიან მშენებლობად, რომელიც ჯერაც აქტიურ ფაზაშია.

ზღაპრული საგრადა ფამილია - mygoals.ge

 

სხვა ხანგრძლივად მიმდინარე მშენებლობები:

 

სიდნეის ოპერის სახლი (ავსტრალია): აშენდა 1958–1973 წლებში (15 წელი)

პანამის არხი: მშენებლობა მიმდინარეობდა 1881–1914 წლებში (33 წელი)

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა