ჩინეთში არქიტექტურული შედევრი აშენდა (4 ფოტო)
ჩინეთის ქალაქ იანტაიში უნიკალური, 50 მეტრიანი კოშკის მშენებლობა დასრულდა. შენობას კონუსური ბეტონის ფორმა აქვს და მზის საათის პრინციპითაა დაპროექტებული, მაგრამ ეს ყველაფერი არაა.. კოშკის სახურავზე მდებარეობს ბიბლიოთეკა, სახელწოდებით Phenomens Space და ნახევრად ღია გადასახედი მიმდებარე ტერიტორიის პანორამული ხედებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ცათამბჯენი ჩინეთშია. აქვემდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მაღალი - შანხაის კოშკი, რომლის სიმაღლე 492 მეტრია. 101 სართულის, 31 ლიფტის და 33 ესკალატორის გარდა, შენობა აერთიანებს 3 მიწისქვეშა ავტოსადგომს, რამდენიმე რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, საგამოფენო მოედანს და ასევე ძალიან პოპულარულ სასტუმრო "პარკ ჰაიატ შანჰაის".