თეგებით ძიება

პორტუგალიურმა კომპანიამ საზოგადოებას უჩვეულო ფორმის, პატარა სახლი წარმოუდგინა

პორტუგალიურმა კომპანია Madeiguincho-მ საზოგადოებას უჩვეულო ფორმის პატარა სახლი წარმოუდგინა. შენობა სივრცის დამზოგვი ინტერიერით გამოირჩევა და თავზე მოხრილი სახურავი აქვს, რომელიც დასვენებისთვის კომფორტულ ტერასას მოიცავს.

-2

სახლის ინტერიერს ხის მოპირკეთება და მარტივი განლაგება აქვს. პირველი სართულის უდიდესი ნაწილი კომბინირებულლ ზონას და სათავსოებს უჭირავს. იქვე პატარა სამზარეულო და შეშის ღუმელი მდებარეობს. შესასვლელთან ტუალეტები და საშხაპეებია განლაგებული.

-4

სახლის მთავარი მოსასვენებელი ზონა პირველ სართულზე მდებარეობს და ორადგილიან საწოლს მოიცავს. ხის კიბეს შესასვლელის ზემოთ, სხვენზე ავყავართ, რომელიც შეიძლება როგორც საძინებლად, ისე  სათავსოდ იქნას გამოყენებული.

-5

ბოლო დროს მსოფლიოში პატარა, ასაწყობ სახლებზე მოთხოვნა იზრდება. ზოგიერთი მომხმარებელი ასეთ სახლს არა მარტო აგარაკზე, ქალაქშიც იშენებს, თუმცა საბურავების დამსახურებით, სურვილის შემთხვევაში ასეთი სახლის ქალაქიდან აგარაკში და პირიქით გადატანა  ადვილი შესაძლებელია.

-6


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა