თეგებით ძიება
09. 04. 2025 რემონტი

4 მიზეზი თუ რატომ უნდა გამოვიყენოთ თაბაშირ მუყაო ჭერის ან კედლის მოსაპირკეთებლად

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში თაბაშირ მუყაო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამშენებლო-მოსაპირკეთებელ მასალას წარმოადგენს. 

აქტიურად გამოიყენება, როგორც ახალი შენობების ინტერიერში, ასევე რეკონსტრუქციის დროს. 

ბაზარზე გიფსოს ფასი სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით გაცილებით ხელმისაწვდომია, აქვს ეკოლოგიურად უსაფრთხო შემადგენლობა და ბევრი სხვა დადებითი მახასიათებელი, რაც მას მოთხოვნად პროდუქტად აქცევს.

სანამ კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს განვიხილავთ, თვალი გადავავლოთ მასალის შექმნის ისტორიას, რომელიც XIX  საუკუნიდან იწყება.

გიფსოკარდონის პირველი ანალოგი შექმნა ამერიკელმა ინჟინერმა ავგუსტინ საკეტმა, ეს იყო 5 მმ სისქის მასალა, რომელიც შედგებოდა 10 ფენა ერთმანთზე დაწებებული მუყაოსგან.

თანამედროვე თაბაშირ მუყაოს ფორმა და შემადგენლობა კი ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში სტივენ კელისა და კლარეს უტზმანის დახმარებით. მათ ერთმანეთზე დაწებებული ფილები ახალი ტექნიკით შეცვალეს, ორ მუყაოს შორის მოაქციეს გამაგრებული თაბაშირის თხელი ფენა და ამ ხერხით მასალა უფრო პრაქტიკული გამოსაყენებელი გახდა.

1917 წელს ამერიკაში გაიხსნა თაბაშირ მუყაოს ფილების პირველი მაწარმოებელი ქარხანა და საფუძველი ჩაეყარა სამშენებლო მასალების მასიურ წარმოებას, თუმცა მიუხედავად ამისა, სამშენებლო პროექტებში გიფსოკარდონს აქტიურად არ მოიხმარდნენ.

მასალის მასიური გამოყენება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა ქვეყნის სამუშაო ძალის უმრავლესობა იძულებული გახდა საზღვარგარეთ საბრძოლველად წასულიყო, იკლო მუშახელის რაოდენობამ და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი დრო და ადამიანური რესურსი სჭირდებოდა ნებისმიერი ტიპის ნაგებობის მშენებლობას. 

პროცესების გასამარტივებლად და დროის მოგების მიზნით სახლების, ქარხნების, სხვადასხვა ობიექტების ასაშენებლად აქტიურად დაიწყეს გიფსოკარდონის გამოყენება, გაიზარდა მოთხოვნაც და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, ამერიკის ბაზარზე თაბაშირ მუყაო წამყვან სამშენებლო მასალად გადაიქცა.

ეტაპობრივად დაიხვეწა და გაჩნდა სხვადასხვა შემადგენლობისა და ზომების სახით.

გიფსოკარდონის ფილის ზომა და სახეობები

თანამედროვე გიფსოკარდონის ფილა გვხვდება სხვადასხვა ზომითა და სისქით, რაც საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ოპტიმალური ვარიანტი კონკრეტული სამუშაოს მიხედვით.

ყველაზე გავრცელებულია 2500x1200x12,5 მმ ზომა, ხოლო სისქის მიხედვით ძირითადად 3 ტიპად იყოფა:

თხელი - უმეტესწილად გამოიყენება დეკორატიული მიზნით 

საშუალო - (9,5-12,5 მმ) ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვარიანტია და რეკომენდებულია ჭერისთვის

სქელი -ამ ფილებს გააჩნიათ განსაკუთრებული სიმტკიცე და მდგრადობა, რის გამოც ხშირად მათგან მზადდება გიფსოკარდონის თაროები და ტიხრები. ასევე, არსებობს სპეციალური დამცავი ფილები, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლგამძლეობა, ხმაურგამძლეობა, ნესტგამძლეობა და სხვა დამატებითი თვისებები.

თაბაშირ-მუყაოს ცეცხლგამძლე ფილა - ძირითადად ვარდისფერი ან მოწითალო ფერშია წარმოდგენილი, შიგთავსად დამატებულია სპეციალური კომპონენტები, რაც უკეთ უმკლავდება მაღალ ტემპერატურას და ზღუდავს ცეცხლის ალის გავრცელებას. გამოიყენება საევაკუაციო დერეფნების, ხალხმრავალი ადგილების, ხანძარსაშიშროების ფართების შიდა კონსტრუქციებში, ჭერების, კედლების მოპირკეთებისა და ტიხრების მოსაწყობად.

ნესტგამძლე გიფსოს ფილა - მწვანე ან ცისფერი შეფერილობისაა, უზრუნველყოფს ჰიდროიზოლაციას და ხელს უშლის ობის წარმოქმნას, იდეალურია სააბაზანოს, სამზარეულოს  და სხვა ისეთი ტიპის ადგილებში დასამონტაჟებლად სადაც მაღალია ტენიანობა.

აკუსტიკური ფილა - გამოირჩევა ხმის მაღალი იზოლაციით, საკმაოდ სპეციფიკურია და გარდა საცხოვრებელი ფართისა, აქტიურად გამოიყენება ხმის ჩამწერი სტუდიების, საკონცერტო დარბაზებისა და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებების ინტერიერში. 

თაბაშირ-მუყაოს გამოყენება თანამედროვე ინტერიერის დიზაინში და კვალიფიციური ხელოსნის შერჩევა

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბაზარზე დღითიდღე იზრდება სხვადასხვა ტიპის მოსაპირკეთებელი მასალების რაოდენობა, მათი ხარისხი თუ ფუნქციური მხარე, თაბაშირ მუყაო კვლავაც მოწინავე პოზიციებს იკავებს და რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამშენებლო მასალად.

თანამედროვე ინტერიერის დიზაინში მისი გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საზოგადოებრივ სივრცეებს.

ინტერიერში განსაკუთრებით აქტიურად ხდება ჭერის მოპირკეთება თაბაშირ-მუყაოთი და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ მრავალფეროვან გიფსოკარდონის ჭერის დიზაინს შევხვდებით:

პოპულარულია ასიმეტრიული და მრავალდონიანი დიზაინები, რომლებიც ქმნიან საინტერესო ვიზუალურ ეფექტებს. გავრცელებულია აგრეთვე ჭერის კომბინირება სხვადასხვა მასალებთან, როგორიცაა ხე,სარკე, შუშა ან ლითონი, რაც ინტერიერს მეტ სიღრმესა და განსხვავებულობას სძენს.

ასეთი კონსტრუქციების მონტაჟი  გამოცდილებასთან ერთად მოითხოვს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებს, ამიტომ მნიშვნელოვანია კვალიფიციური ხელოსნის შერჩევა, რაც მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა ჩვენი პლატფორმა დაგეხმარებათ მოიძიებისა და შერჩევის პროცესების გამარტივებაში. 

დროის, ფინანსური და სხვა რესურსების დაზოგვის მიზნით თაბაშირ მუყაოს ხელოსანი სასურველია სხვადასხვა კრიტერიუმების ერთობლიობით შეარჩიოთ, გიზიარებთ რამდენიმე მათგანს: 

გამოცდილება და კვალიფიკაცია: გამოცდილი ხელოსანი უნდა ფლობდეს სპეციფიკურ უნარ-ჩვევებსა და ტექნიკური ცოდნას რაც თაბაშირ მუყაოს კონსტრუქციების კეთებას სჭირდება.

გამოუცდელი ხელოსნის შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ სამუშაო არაჯეროვნად შესრულდეს.

რეკომენდაციები და შეფასებები: შემსრულებელის შესახებ სხვა მომხმარებლების გამოცდილება და რეკომენდაციების გაცნობა დაგეხმარებათ უკეთ შეაფასოთ ხელოსნის პროფესიონალიზმი და საქმიანობის ხარისხი. ჩვენს პლატფორმაზე დამატებულია შეფასებისა სისტემა, სადაც გაწეული სამუშაოს მიხედვით ხდება კომენტარის დატოვება. დადებითი კომენტარები ერთგვარად არის გარანტი იმისა, რომ ოსტატი წარმატებით გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

ნამუშევრების ნიმუშები და პორტფოლიო: შესაძლოა ოსტატს ნამუშევრები პორტფოლიოს სახით არ ჰქონდეს შეკრული და ციფრულ მოწყობილობაში (ტელეფონი, პლანშეტი) ინახავდეს ფოტოების სახით, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერ შემთხვევაში. შესრულებული ნამუშევრების ნახვა საშუალებას მოგცემთ უკეთ აღიქვათ მისი უნარები პრაქტიკაში და შეაფასოთ სამუშაოს ხარისხი. 

დასასრულს კი ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, რაც გიფსოკარდონის მასალას პოპულარულს ხდის.

არის ეკოლოგიურად უსაფრთხო - ფილა მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და შესაბამისად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

საკმაოდ ბიუჯეტურია - გიფსოკარდონის გამოყენება ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიურია, ვიდრე სხვა სამშენებლო მასალების.

აქვს მრავალფეროვანი,ფუნქციური დიზაინი -  გიფსოკარდონის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა გეომეტრიული ფორმების შექმნა, რაც არქიტექტორებს, ხელოსნებსა და დიზაინერებს ხელს უწყობს რეალობად აქციონ ორიგინალური და კრეატიული იდეები, ხოლო დამატებითი სპეციფიკაციები, როგორიცაა ნესტგამძლეობა, ცეცხლგამძლეობა, ხმაურის დახშობა მეტად ფუნქციონალურს ხდის მასალას.

ესთეტიურობა - ელექტროსადენები, ვენტილაციის მილები მარტივად ინიღბება კონსტრუქციის შიგნით და თუ დროთა განმავლობაში ელექტროგაყვანილობა დაზიანდა, არ იქნება საჭირო მთელი კედლის ან ჭერის დემონტაჟი, საკმარისია მხოლოდ რამდენიმე ფირფიტის მოხსნა და შეკეთება.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა