როდის გამოჩნდენ პირველი ავტობუსები თბილისში? - მნიშვნელოვანი ტრანსპორტის საინტერესო ისტორია
1933 წელი თბილისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო — სწორედ ამ წელს გამოჩნდა ქალაქში ავტობუსი. პირველივე წელს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 5 ავტობუსი მოძრაობდა და მარშრუტის საერთო სიგრძე დაახლოებით 10 კილომეტრს შეადგენდა, მგზავრთა რაოდენობამ 1 200 000-ს მიაღწია. ავტობუსი რუსთაველის გამზირს ვაგზლის მოედანთან აკავშირებდა.
დროთა განმავლობაში ავტობუსების ქსელი საგრძნობლად გაიზარდა. 1970 წლისთვის მგზავრთა რაოდენობა 125 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ეს მაჩვენებელი კიდევ 100 მილიონით გაიზარდა. ასეთი ზრდის მთავარი მიზეზი იყო როგორც თბილისის მოსახლეობის მატება, ისე მისი ურბანული სივრცის სწრაფი გაფართოება. თუ 1933 წელს დედაქალაქში 314 000 ადამიანი ცხოვრობდა, 1980 წლისთვის ამ რიცხვმა უკვე მილიონს გადააჭარბა.
პირველი ავტობუსები თბილისში, 1930-იან წლებში
მოგვიანებით საბჭოთა კავშირში პოპულარული გახდა უნგრული წარმოების "იკარუსის" ავტობუსები, რომლებმაც ფუნქციონირება პრაქტიკულად 2000-იანი წლების დასაწყისამდე შეინარჩუნეს.
2006 წელს მოხდა ავტობუსების ჩანაცვლება. 2017 წლიდან თბილისში ახალი ავტობაზა გაიხსნა და შემოვიდა თანამედროვე ავტობუსები. დღეს 500-ზე მეტი ავტობუსი 300,000-ზე მეტ მგზავრს ემსახურება ყოველდღიურად.
ავტობუსების განვითარებამ არა მხოლოდ ტრანსპორტის სფეროს გააქტიურებას, არამედ ქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ წინსვლასაც შეუწყო ხელი.