თეგებით ძიება

რატომ არავინ ცხოვრობს ქალაქში, რომლის აშენებაზე 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა? (ვიდეო)

ეს ადგილი უჩვეულო სანახაობის მოყვარულ ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია. ბურჯ-ალ-ბაბასის სახელით ცნობილი ქალაქი-მოჩვენება, რომლის მშენებლობაზე დაახლოებით, 200 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ასობით პატარა სასახლეს მოიცავს, რომლებიც დისნეილენდის კოშკებს მოგაგონებთ, თუმცა, ამ სახლებში არავინ ცხოვრობს.. 

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, პატარა ქალაქ მუდურნუს მახლობლად მდებარეობს ბურჯ-ალ-ბაბასი — ქალაქი-მოჩვენება, რომელიც პატარა სასახლეებისგან შედგება.

Сотни замков: заброшенный "город миллионеров" в Турции удивляет туристов

მდიდარი უცხოელებისთვის განკუთვნილი, დაახლოებით 500 სახლისგან შემდგარ ელიტური დასახლების მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც თურქეთის ეკონომიკაში კრიზისი მოხდა, პროექტი შეჩერდა. საბოლოოდ, ბურჯ-ალ-ბაბასი თურქეთის რთული ეკონომიკური მდგომარეობის სიმბოლოდ იქცა.

ყველა დაუსრულებელი სახლი ერთნაირია -  მოცისფრო-მონაცრისფრო წვეტიანი კოშკებით და გოთიკურ სტილში შესრულებული ფასადებით. სახლების საერთო საცხოვრებელი ფართობი მილიონ კვადრატულ მეტრს აჭარბებს. 

კომპლექსი განთავსებულია რეგიონის თერმულ წყაროებს შორის. დაგეგმილი იყო, რომ თითოეულ სახლში იატაკქვეშა გათბობა და ჯაკუზი იქნებოდა.

Сотни замков: заброшенный "город миллионеров" в Турции удивляет туристов

უბანი ძირითადად, მდიდარ ახლო აღმოსავლელ კლიენტებზე იყო გათვლილი. დაახლოებით 350 სახლი არაბ ინვესტორებზე გაიყიდა კიდეც. The New York Times-ის ინფორმაციით, თითო სახლის ფასი $400,000-დან $500,000-მდე მერყეობდა. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბევრი გარიგება არ შედგა.

პროექტის არქიტექტორის თქმით, მყიდველებზე გავლენა ნავთობის ფასების ვარდნამ იქონია. ამას თურქეთის ეკონომიკური კრიზისი და იმ პერიოდის პოლიტიკური მღელვარებაც დაემატა.

Сотни замков: заброшенный "город миллионеров" в Турции удивляет туристов

2019 წელს, მას შემდეგ, რაც უამრავმა კლიენტმა ქონების შეძენაზე უარი თქვა, პროექტის ავტორებმა მისი დასრულება ვერ შეძლეს და გაკოტრებულად გამოცხადდნენ.

Yes Theory-ს მონაცემებით, დღეს დასახლებაში დაახლოებით 530 დაუსრულებელი ვილაა. ეს მიტოვებული ქალაქი-მოჩვენება უამრავ ცნობისმოყვარე სტუმარს იზიდავს, რომლებსაც უჩვეულო და მისტიკური ადგილების დათვალიერება უყვართ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა