თეგებით ძიება

ტირანაში „ვერტიკალური სოფელი“ აშენდება - პროექტი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან დააახლოებს (ვიდეო)

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მასშტაბური და ამბიციური პროექტის – Hora Vertikale განხორციელება იგეგმება. უნიკალური იდეა, რომელიც  პორტუგალიურმა არქიტექტურულმა ბიურომ OODA - შეიმუშავა, მიზნად უძველესი ერის კულტურული ტრადიციებისა და თანამედროვე მისწრაფებების ასახვას ისახავს. 

პროექტის ფარგლებში 140 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი აშენდება, რომელიც 13 კუბისგან შედგება. ვარაუდობენ, რომ ეს საცხოვრებელი კომპლექსი არა მხოლოდ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობად იქცევა, არამედ მიწის რესურსების გონივრულად გამოყენების მაგალითიც გახდება.

იმედოვნებენ, რომ საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის ჰორიზონტს დაამშვენებს და მდგრადი არქიტექტურის ყველა უპირატესობას დაგვანახებს. შენობის იდეა შთაგონებულია ტირანის ქაოსურობით, სადაც ისტორიული ძეგლების გვერდით თანამედროვე შენობები დგას. ცათამბჯენის უჩვეულო მოდელში სწორედ ეს ქაოსურობა აისახა.

«Вертикальная деревня» – жилой комплекс, который вскоре украсит горизонт столицы Албании (дизайн-проект).

ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა მიწის ზედაპირის გამოყენება მინიმუმამდე შეემცირებინა, რომ სახლის გარშემო მწვანე პარკი, საფეხმავლო ბილიკები და სპორტული სივრცეები მოეწყო. ამასთან, ვერტიკალური სივრცის მაქსიმალურად ათვისება გადაწყდა.  სწორედ ამიტომ ეწოდა პროექტს „Hora Vertikale“ - ძველ ალბანურ ენაზე Hora „სოფელს“ ნიშნავს, ხოლო Vertikale – „ვერტიკალურს“.

ცათამბჯენს „სოფელი“ შემთხვევით არ უწოდეს – პროექტი როგორც საერთო, ისე კერძო ტერასებზე და სახურავებზე მასშტაბურ გამწვანებას მოიცავს. Hora Vertikale არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური მდგრადობისა და ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენების მაგალითად იქცეს.

ცათამბჯენი ისე აშენდა, რომ მაცხოვრებლებს შორის სოციალური ურთიერთობები წაახალისოს, ის რომ არ მოხდეს, რაც ქალაქის ბინებში გამოკეტილი ადამიანების შემთხვევაში ხდება. 

შენობის თავისებურებები:

Функциональные крыши, переходы и террасы превратят в зеленые зоны (рендеринг Hora Vertikale).

ცათამბჯენი 13 გიგანტური კუბისგან შედგება, რომელთაგან თითოეულის ზომა 22,5 x 22,5 მეტრია (დაახლოებით, შვიდსართულიანი სახლის ზომა). კუბები ექვსი განსხვავებული კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი და თითოეულს უნიკალური დიზაინი ექნება. მათი მდებარეობა, აივნების განლაგება, ფანჯრების ფორმები და შიდა დაგეგმარება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია.

ყველაზე გასაოცარი თავად კუბების განლაგებაა – გარდა იმისა, რომ ცათამბჯენს სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა ფორმა აქვს, მათი ერთმანეთთან შეერთება იმდენად დახვეწილია, რომ თავიდან არასტაბილურიც კი შეიძლება მოგეჩვენოს, თუმცა მოჩვენებითი ქაოსურობის მიუხედავად, თითოეული კუბი სტრატეგიულად საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო ადგილას მდებარეობს, რაც სტრუქტურის სიმყარეს უზრუნველყოფს, მათ შორის მიწისძვრის დროსაც. რაც მთავარია, კომპლექსის გაფართოება მარტივადაა შესაძლებელია – კუბების დამატება ისეთი თანმიმდევრობით მოხდება, რომ კომპოზიციური მთლიანობა და Hora Vertikale-ის სტილი არ დაირღვეს.

Каждый куб имеет неповторимые формы и наполнение (рендеринг Hora Vertikale). | Фото: amazingarchitecture.com.

პროექტის ავტორებმა განსაკუთრებული ყურადღება მდგრადი მშენებლობის პრინციპებზე გაამახვილეს. პროექტით  გათვალისწინებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალით მშენებლობა, განახლებადი ენერგიის სისტემების დანერგვა, გამწვანებული სივრცეების მოსარწყავად წვიმის წყლის შეგროვება და გაწმენდა. დაინერგება ჭკვიანი ტექნოლოგიებიც. გარდა ამისა, დაგეგმილია ადგილობრივი რესურსების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ხარჯების დაზოგვას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

Вокруг жилого комплекса Hora Vertikale предусмотрены зоны отдыха, спортивные площадки и пруды с лужайками (визуализация).


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა