თეგებით ძიება

საქართველოში 1 ჰა ვენახის მოვლის საშუალო ხარჯი 8 316 ლარია, მისი გაშენება კი 26 400 ლარი ჯდება - კვლევა

„საქართველოში ვენახის ფართობი ყოველ წელს იზრდება, მსოფლიოში კი პირიქით მცირდება,“ - ამის შესახებ ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, ამ კვლევის თანახმად, 2023 წელს საქართველოში ვენახების ფართობი 48 500 ჰექტარს (ჰა) შეადგენდა.

როგორ იცვლებოდა ვენახების ფართობი საქართველოში წლების მიხედვით.

რაც შეეხება ვაზის ჯიშებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ვაზის ჯიშებს შორის რქაწითელი და საფერავი დომინირებენ. უფრო კონკრეტულად, რქაწითელი გაშენებულია 18 239 ჰექტარზე და მასზე მთლიანად გაშენებული ვაზის ჯიშის ფართობის 46% მოდის, რაც შეეხება საფერავს, 17 406 ჰექტარზეა გაშენებული და მთლიანი ფართობის 44%-იაი წილი უკავია.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საქართველოში 1 ჰექტარი ვენახის მოვლის საშუალო ხარჯი 8 316 ლარია, საშუალო მოსავლიანობა კი 9.1 ტონაა.

ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოში 1 ჰექტარი ვენახის გაშენება 26 400 ლარი ჯდება, ხოლო საბაზრო ღირებულება 34 ათასი ლარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა