თეგებით ძიება

ფარდები და ფენ-შუი - როგორ გავალამაზოთ ფანჯრები სწორად

ფენ-შუი არის სწავლება, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბინა ისე მოვაწყოთ, რომ მასში მუდამ სიმშვიდე და ჰარმონიული გარემო იგრძნობოდეს. ფენ-შუის თანახმად, სახლში დადებითი ენერგია ფანჯრის საშუალებით შემოდის, ამიტომ ფანჯრისთვის ახალი ფარდის შეძენა სახლის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  

პირველ რიგში, აიღეთ კომპასი და განსაზღვრეთ, რომელი ფანჯარა რომელ მხარესაა, შემდეგ კი ჩვენს მარტივ რჩევებს მიჰყევით და მალე საკუთარ ცხოვრებაში დადებით ცვლილებებს იგრძნობთ. 

ჩრდილოეთის ფანჯარა

Источник: http://getinterior.me

ჩრდილოეთისკენ მიმართულ ფანჯრებს ყველაზე მეტად ცისფერი ტონალობის ფარდა მოუხდება. სასურველია, რომ ის მსუბუქი და გამჭვირვალე იყოს. გადაჯვარედინებული ფარდები  ჩრდილოეთის ფანჯრებისთვის იდეალური არჩევანია.

ეს ერთადერთი მიმართულებაა, რომელიც შავი ფერის ფარდასაც კი „აიტანს“. ასე რომ, თუ თანამედროვე და კონტრასტული ინტერიერის შექმნაზე ოცნებობთ, შეგიძლიათიმოქმედოთ!

დასავლეთის ფანჯარა

Источник: acmedecor.ru

ამ შემთხვევაში თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი ფარდები საუკეთესო არჩევანი იქნება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა ფარდის რგოლები, ფუნჯები და ლენტები. - ეს ფრანგული სასახლის სტილს ძალიან მოუხდება.

თუ სასახლის ბრწყინვალება არ გიზიდავთ, შეგიძლიათ ნაცრისფერი მინიმალისტური და ელეგანტური ფარდები შეარჩიოთ.

სამხრეთ-დასავლეთის ფანჯარა

Источник: acmedecor.ru

ამ მხარეს ყველაზე რომანტიკული ფარდები მოუხდება. სასურველია, რომ უპირატესობა ვარდისფერს და კრემისფერს მიანიჭოთ. ავსტრიული ფარდები – ფუნქციურობისა და სილამაზის უნიკალური შერწყმა შესანიშნავი არჩევანი იქნება.

დამატებითი რომანტიკისთვის, შეგიძლიათ კლასიკური ფუნჯების ნაცვლად გულის ფორმის დეკორაციები გამოიყენოთ, ხოლო ფანჯრის რაფაზე აუცილებლად  წყვილი ფიგურები განათავსეთ– ეს ჰარმონიასა და სიყვარულს მოიზიდავს.

სამხრეთის ფანჯარა

Источник: acmedecor.ru

სამხრეთისკენ მიმართული ფანჯრები ყველაზე თამამი ადამიანებისთვისაა! წითელი და შინდისფერი  ამ მიმართულებისთვის საუკეთესო არჩევანია.

ამ შემთხვევაში, ფარდის ფორმა მეორეხარისხოვანია, მთავარია, რომ დიზაინი ინდივიდუალური და გამორჩეული იყოს. იდეალურია შეკვეთით შეკერილი ფარდები, რომლებიც ინტერიერს და თქვენს გემოვნებას ზუსტად მოერგება.

უპირატესობა სითამამეს მიანიჭეთ  – სამხრეთის ფანჯრები ხომ სახლის მთავარი დეკორია!

აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფანჯრები

Источник: http://www.persianasjmgalindo.com/

ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ეკო-ტენდენციებს - ხის ელემენტებს, ბუნებრივ პრინტებს და მწვანე ფერს უნდა მიაქციოთ. ამ ზონისთვის იაპონური ფარდები საუკეთესო არჩევანი იქნება.

თუ თქვენი ფანჯარა სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იყურება,  უპირატესობა იისფერს ან იისფერისა და მწვანეს შეხამებას მიანიჭეთ – ასეთი ჰარმონია წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობას მოიზიდავს.

ჩრდილო-აღმოსავლეთის ფანჯარა

Источник: https://www.chadmadecurtains.com/

თუ თქვენი ფანჯარა ამ მიმართულებითაა, ყვითელი ან „ბეჟი“ ფერის ფარდა გჭირდებათ. მოერიდეთ კაშკაშა  და თვალშისაცემ ელემენტებს – სიმშვიდე და ზომიერება მთავარია.

ამ ზონისთვის უბრალო და ელეგანტური რომაული ფარდები იდეალური არჩევანია.

გაითვალისწინეთჩვენი რჩევები, უსმინეთ ინტუიციას და თქვენი სახლი  სითბოთი და სიმყუდროვით აივსება!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა