თეგებით ძიება
23. 05. 2025 ისტორია

რატომ ჰქვია მტკვარს მტკვარი? - საინტერესო ფაქტები მდინარეზე

მტკვარი თბილისისთვის მეტია, ვიდრე უბრალოდ მდინარე. ის არის ქალაქის სიმბოლო, ისტორიის ნაწილი, ერთდროულად კიდეც მშვენიერი და ცოტათი უცნობიც.

თბილისში მყოფთ ხშირად ეუბნებიან: "მარცხენა ნაპირზე ვცხოვრობ", ან "მარჯვენა სანაპიროსკენ მივდივარ". ეს ფრაზები მხოლოდ მიმართულებებს არ აღნიშნავს – ისინი ხშირად ქალაქში განსახლებული სოციალური ფენების დაუწერელ კოდებსაც ასახავს.

მარჯვენა ნაპირი წარსულში "ელიტარული" ზონა იყო – აღმოსავლური ტრადიციით, მზის ამოსვლის მხარე, ცენტრთან ახლოს, ისტორიულად თანმდევი კულტურული დატვირთვით. მარცხენა ნაპირი კი სამუშაო უბნებად და ინდუსტრიულ ზონებად ვითარდებოდა.

დღეს ამ განსხვავებამ ხასიათი შეიცვალა, თუმცა მტკვარმა როგორც საზღვარმა, სიმბოლური დატვირთვა მაინც შეინარჩუნა.

მდი­ნა­რე მტკვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს (ამი­ერ­კავ­კა­სი­ის) უდი­დე­სი მდი­ნა­რეა. (azer. Kür; Turq. Kura), სა­თა­ვეს თურ­ქეთ­ში, 2742 მ-ზე, ყი­ზილ-გი­ა­დუ­კის მთის აღ­მო­სავ­ლეთ კალ­თა­ზე იღებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, კას­პი­ის ზღვას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თვის. მისი სიგ­რძე 1364 კმ (185 კმ თურ­ქეთ­ში, 390 კმ სა­ქარ­თვე­ლო­ში, 789 კმ აზერ­ბა­ი­ჯან­ში), აუ­ზის ფარ­თო­ბი 188 ათ. კმ2. მტკვრის აუზი მო­ი­ცავს: სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის დიდ ნა­წილს, ასე­ვე თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წილს. მისი ან­ტი­კუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბაა Cyrus, თურ­ქე­ბი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი Kür-ს უწო­დე­ბენ.

თბილისის ქვაბულის შემდეგ მტკვარი ქვემო ქართლის ვაკეზე მიედინება და ტიპური ვაკის მდინარეა განიერი ჭალითა და დაბალი ნაპირებით. კალაპოტი ზომიერად დაკლაკნილი და ძლიერ დატოტვილია, წარმოქმნის მრავალ კუნძულს, რომელთა ნაწილი ტყითაა შემოსილი

გეოლოგთა გამოკვლევით მდინარე მტკვარი მიოპლიოცენში, ე. ი. 10-15 მლნ წლის წინათ, ახალქალაქის ვაკიდან წალკას მიუყვებოდა და იალღუჯასჯან ზღვის უბეს ერთვოდა. ეს იყო ძველი მტკვარი. კავკასიონიდან ჩამომავალი მდინარეები კი ცივ-გომბორის ქედის ზოლს მიუყვებოდა.

მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ფარგლებში რწყავს 315 ათ. ჰა-ზე მეტ ფართობს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თითქმის 1 მლნ. ჰა-ს. მტკვარი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა