რა შეგიძლია ნახო ოზურგეთში?
ოზურგეთი გურიის ადმინისტრაციული ცენტრი და რეგიონის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც მდიდარია კულტურული თუ ბუნებრივი ღირსშესანიშნავობებით. გთავაზობთ 5 ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხვდებით:
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავაფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნებისთვის საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხლოდოდ შავიზღვისპირეთში, არაედ მთელს რეგიონში.
60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზორიკური ფლორის ათასობით სახეობას მთელი სრულფოფილებით წარმოგვიდგენს. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა 2020 წლის 15 ივლისს.
მცენარეთა ეს ნიკალური კოლექცია მსოფლიო დენდროფლორის მრავალფეროვნებასა და ხემცენარეების შთამბეჭდავ სილამაზეს გვაზიარებს. სწორედ ამიტომ, ამ იშვიათ პარკს რეგიონის ეკოსისტემისთვის უდიდესი გამაჯანსაღებელი, ესთეტიკური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მნივნელობა აქვს.
გოგიეთის ჩანჩქერი
გოგიეთის ჩანჩქერი (ოჩენჩქირი) გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაკვანეთის თემში, სოფელ გოგიეთში მდებარეობს, მდინარე აგიდაყვაზე. ჩანჩქერის საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 600 მეტრზეა განთავსებული, ხოლო დაცემის წერტილი ზღვის დონიდან 520 მეტრზე. ჩანჩქერთან მისასვლელი გზის ბოლო მონაკვეთი კანიონია.
ლიხაურის ციხე
იგი სავარაუდოდ XIV-XVI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. 1774 წელს ლიხაურის ციხე თურქებმა აიღეს, ასკანის ციხესა და ბუკისციხესთან ერთად, თუმცა ის იმავე წელს დაიბრუნეს მამია IV გურიელმა და სოლომონ I-მა. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, როდესაც კარლ ჰესსე გურიაში შევიდა, ლიხაურის ციხეს შეაფარა თავი სოფიო გურიელმა.
ლიხაურის ციხე გეგმაში სწორკუთხა ფორმის ნაგებობას წარმოადგენს, რომლის გალავანში ჩართულია სამი სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკი. ჩრდილოეთის კოშკი სწორკუთხაა და ზევითკენ მცირედით ვიწროვდება. იგი ოთხსართულიანია და მისი პირველი სართულ ციხის მთავარი კარიბჭეა.
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი - ყველაზე ძველი მუზეუმია გურიის შვიდ მუზეუმს შორის. 1936 წლის 1 აპრილს წითელგვარდიელთა და პარტიზანთა საზოგადოების ბაზაზე შეიქმნა მახარაძის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.
მუზეუმში დაცულია ექვსი ათასზე მეტი ექსპონატი, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს ძველი წელთაღრიცხვის IX ათასწლეულიდან დღემდე, მათ შორისაა ნეოლითის პერიოდი, ადრე, შუა და გვიან ბრინჯაოს ხანის მასალა, კოლხური ცულების, თოხების სეგმენტების, ბრინჯაოს პლასტიკის იშვიათი ნიმუშები, ადრე ანტიკური ხანის ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ურეკის განძის ნაწილი. აქვე ინახება ვაშნარის ნაქალაქრში აღმოჩენილი წყალგაყვანილობის მილები, სვეტის თავები, სასაკმევლე, სარკმლის მინა, საამშენებლო აგური, კრამიტი.
გომისმთა
გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო, მაღალმთიან კურორტს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მისი სიმაღლე სხვადასხვა ადგილას ზღვის დონიდან 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდე მერყეობს. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე ბუნებრივ-კლიმატური პირობებით, რასაც ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს. გომისმთა ცნობილია, როგორც ღრუბლებისა და ნისლების სამეფო, რაც გამოწვეულია აქაური სპეციფიკური ჰავით.
გომისმთა გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის ტყეებით, მდიდარია მინერალური წყლებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. საკურორტო სეზონი, ისევე როგორც ბახმაროში, მხოლოდ ზაფხულის სამი თვის განმავლობაში გრძელდება. ზამთარი გომისმთაზე უხვთოვლიანია და ცივი, ზაფხული ზომიერად გრილი. დედაქალაქიდან გომისმთამდე მანძილი 340 კმ-ია, რაიონული ცენტრიდან, ოზურგეთიდან კი - 33 კმ.
