თეგებით ძიება

რომელია მსოფლიოს ყველაზე კომფორტული და არაკომფორტული ქალაქები საცხოვრებლად

საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი 2025 წლის რეიტინგის მიხედვით კოპენჰაგენი გახდა. როგორც CNN წერს, ეს ტიტული დანიის დედაქალაქმა ვენას ჩამოართვა.

ორგანიზაცია EIU-მ მსოფლიოს 173 ქალაქი რამდენიმე ფაქტორის მიხედვით შეაფასა, მათ შორის იყო ჯანდაცვა, განათლება, სტაბილურობა, ინფრასტრუქტურა და გარემო.

სტაბილურობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის რეიტინგებში ვენამ მეორე ადგილი ციურიხთან ერთად გაიყო. ავსტრალიურმა მელბურნმა სიაში მეოთხე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო შვეიცარიულმა ჟენევამ მეხუთე ადგილი დაიკავა.

მსოფლიოს ყველაზე კომფორტული ქალაქების 2025 წლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. კოპენჰაგენი, დანია

2. ვენა, ავსტრია

2. ციურიხი, შვეიცარია

4. მელბურნი, ავსტრალია

5. ჟენევა, შვეიცარია

6. სიდნეი, ავსტრალია

7. ოსაკა, იაპონია

7. ოკლენდი, ახალი ზელანდია

9. ადელაიდა, ავსტრალია

10. ვანკუვერი, კანადა

რაც შეეხება 10 ქალაქს, სადაც 2025 წელს ცხოვრება ყველაზე არაკომფორტულია, ესენია:

1. კარაკასი, ვენესუელა

2. კიევი, უკრაინა

3. პორტ მორსბი, პაპუა ახალი გვინეა

4. ჰარარე, ზიმბაბვე

5. ლაგოსი, ნიგერია

6. ალჟირი, ალჟირი

7. კარაჩი, პაკისტანი

8. დაკა, ბანგლადეში

9. ტრიპოლი, ლიბია

10.დამასკო, სირია


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა