თეგებით ძიება

რა ვნახოთ რაჭაში?

რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა.  ის არის მთიანი რეგიონი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტებით, ისტორიული ძეგლებითა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. რეგიონი მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ხოლო მისი ადმინისტრაციული ცენტრი ამბროლაურია. რაჭა ესაზღვრება იმერეთს, სვანეთსა და შიდა ქართლს. ეს გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის განსაკუთრებულ კლიმატურ და ბუნებრივ პირობებს. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ზემო და ქვემო რაჭას შორის საზღვარი გადის მდინარე რიონზე ხიდისკარის ვიწროებში, სოფელ წესის მახლობლად. ამჟამად რაჭის ტერიტორია შედის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში. რაჭის ფართობი 2818 კმ2-ია.

როცა ხმაურიანი ქალაქის დატოვება და სუფთა ჰაერზე, ბუნების შუაგულში განტვირთვა გჭირდება, რაჭა ზუსტად ის ადგილია, რომელიც ამ ყველაფერს გთავაზობს. აქ ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო დროს გაატარებთ. როგორც უკვე ვახსენეთ რაჭა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მრავალფეროვანი რეგიონია საქართველოში, რომელიც სავსეა ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით. თუ რაჭაში მიემგზავრები, აუცილებლად უნდა ნახო შემდეგი ადგილები:

  • შოვი - სამთო-საბალნეო კურორტი, განთქმული მინერალური წყლებითა და სუფთა ჰაერით. ეს შესანიშნავი ადგილია დასვენებისთვის და სეირნობისთვის ალ-პურ მინდვრებსა და ტყეებში;

  • შარა ტბა (ყაზბეგის ტბა) - ალპურ ზონაში მდებარე ულამაზესი მყინვარული ტბა, რომელიც შთამბეჭდავი ხედებით და სიწყნარით იზიდავს ტურისტებს.
  • უტიას მთა - რაჭის ერთ-ერთი თვალწარმტაცი მწვერვალი - შესანიშნავი ადგილი ლაშქრობისა და ფოტოებისთვის;
  • ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს.) - ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ძეგლი - გამოირჩევა ქვის დახვეწილი მორთულობითა და ისტორიული მნიშვნელობით; 

  • ბარაკონის ტაძარი (XVIII ს.) - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეკლესია რაჭაში - მდებარეობს ულამაზეს ადგილას, მთებს შორის;
  • მინდა ციხე - მინდა ციხე ცნობილი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა,რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინაარების რიონისა და ლუხუნის შესართავთან მდებარეობს. ის ბარაკონისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და მასთან მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით.

რა აქტივობების დაგეგმვა შეგვიძლია რაჭაში?

რაჭა იდეალური ადგილია როგორც მოსვენებისთვის, ისე აქტიური დასვენებისთვის. აქ ყველასთვის მოიძებნება თავისი სტილი - ბუნების მოყვარულებისთვის, კულტურით დაინტერესებულთათვის და თავგადასავლების მაძიებლებისთვის.

1. ლაშქრობა და ბუნებაში სეირნობა - რაჭის მთები, ალპური ზონები და ტყიანი ბილიკები შესანიშნავ პირობებს ქმნის ლაშქრობისთვის. განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებებია შარას ტბა, გლოლას ჩანჩქერი და შოვის მიმდებარე მარშრუტები.

2. კემპინგი და პიკნიკი - თუ გსურს ღამე გაათიო ვარსკვლავების ქვეშ, ბუნების წიაღში კარვით დასვენება რაჭაში დაუვიწყარ გამოცდილებას გპირდება. ტყეებით გარშემორტყმული მდინარეები და მთები იდეალურ პირობებს ქმნის კემპინგისთვის.

3. ღვინის ტურები - რაჭა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია ქართული ღვინის კულტურაში. შეგიძლია მოინახულო ადგილობრივი მარნები, დააგემოვნო ხვანჭკარა და გაიცნო ტრადიციული მეღვინეობა უშუალოდ მეწარმეებთან.

რაჭა ის ადგილია, სადაც დრო თითქოს ჩერდება, ბუნება გეხვევა სიწყნარეში და ყოველი დღე ახალ აღმოჩენად იქცევა. თუ გსურს სიმშვიდე, თავგადასავალი ან უბრალოდ სუფთა ჰაერი და ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობა – რაჭა შენ გელოდება. ერთი ვიზიტი საკმარისია, რომ ამ ადგილს გულში სამუდამოდ დარჩეს ადგილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა