თეგებით ძიება

რისი ნახვა არ უნდა გამოგრჩეს ხარაგაულში?

ხარაგაული (დაბა ორჯონიკიძე — 1949-1989 წლებში) მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე, ვიწრო და ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 280―400 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია დაახლოებით 180 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1965 ადამიანი. რა უნდა ვნახოთ ხარაგაულში?

უბისის მონასტერი

უბისა — წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იმერეთში.

უბისის მონასტრის აგებულია IX საუკუნეში გრიგოლ ხანძთელის მიერ აფხაზთა მეფის დემეტრეს დახმარებით და მოწაფეების, ქრისტეფორეს და თეოდორეს თანადგომით. გიორგი მერჩულე აღწერს  „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ - “მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისაებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული,სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად“.

XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მოწაფე გერასიმე. ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა "უბისის წმინდა გიორგის ფრესკა" და "საიდუმლო სერობა".

მთავარი ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა,რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან,დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან.

მონასტრის შენობა ნაგებობაშ შედის კოშკიც, რომელიც 1141 წელს ააგო სვიმონ ჭყონდიდელმა დემეტრეს მეფობის დროს. კოშკი არის ოთხსართულიანი შენობა,თითოეულ სართულში არის თითო ოთახი.

ჩხერის ციხე (ზარნის ციხე, მელისკარი)

ჩხერის ციხე (ზარნის ციხე, მელისკარი) იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხერში მდებარეობს. იგი აგებულია XV-XVII საუკუნეებში, წერილობით წყაროებში კი პირველად XVII საუკუნეში იხსენიება. ჩხერის ციხე აბაშიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა და ის რთულად ასაღები სიმაგრე ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერდა: “ჩხერიმელაზევე, არს სამხრით ჩხერის ციხე, მაგარი და მტერთაგან აუღებელი. ამ ციხისაგან ისახელა მდინარე ესე ჩხერიმელად, ანუ წყლის ჩხერისაგან კლდესა დინებითა”. 1762 წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ნიკოლოზ აბაშიძე აიძულა მისთვის მიეყიდა ციხე-სიმაგრე, რის შემდეგაც ის სამეფო ხელისუფლების მფლობელობაში შევიდა. ცნობილია 1774 წლის ჩხერის ბრძოლა, სოლომონ პირველმა და ერეკლე მეორემ ჩხერის ციხესთან სასტიკად დაამარცხეს თურქ-ოსმალთა ათასკაციანი ამალა. 1810 წელს, როდესაც სოლომონ მეორის ინიციატივით იმერეთის აჯანყება დაიწყო რუსთა ბატონობის წინააღმდეგ, რუსებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ჩხერის ციხის მეციხოვნეებმა, რის გამოც რუსმა ჯარისკაცებმა სოფელი ჩხერი გადაწვეს. რუსეთის იმპერიასთან იმერეთის შეერთების წინა პერიოდში ჩხერის ციხე რუსეთის ჯარმა დაიკავა. დღეისათვის ციხე-სიმაგრე ნახევრად დანგრეული სახითაა შემორჩენილი. იგი ზედა და ქვედა ციხეებისგან შედგება. ზედა ციხეში გვხვდება სხვადასხვა დანიშნულების სათავსები, ქვევრები და წყლის აუზი.

მეღრუკის ხეობა

ბილიკი იწყება სახვლარის ტურისტულ თავშესაფართან და მიუყვება მდინარე მეღრუკის ხეობას. კანიონის ფერდობები დაფარულია  კოლხური სუბტროპიკული ტიპის ტყეებით, ბილიკის სიგრძე 5,5 კმ–ია. მეღრუკის ხეობის მიკრო–კლიმატი საშუალებას გაძლევთ თავი დააღწიოთ ზაფხულის ცხელ დღეებს და თავი შეაფაროთ იმ გრილ გარემოს მარშრუტზე ლაშქრობისას გელით.

ბილიკის გასავლელად აუცილებელია ეწვიოთ ნიკოლოზ რომანოვის ან ანდრია პირველწოდებულის ტურისტულ ბილიკებს, სადაც სახვლარში ღამისთევის შემთხვევაში შესაძლებელია აღნიშნული ბილიკის მონახულება.  ყველაზე მოკლე მანძილი სახვლარის ტურისტულ თავშესაფრამდე მიდი ხარაგაულის მხრიდან. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სტუმრობა ფასიანია. რეგისტრაციისათვის, ტურისტული თავშესაფრის დასაჯავშად და სხვა მომსახურების მისაღებად ეწვიეთ/დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა