ხობის საეკლესიო კომპლექსი - ის, რაც აუცილებლად უნდა ნახო
ხობის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენცია - ხობის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო.
ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია აშენდა 2013 წელს. 2006 წელს საძირკველი აკურთხა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ბზობის დღესასწაულზე. საძირკვლის კურთხევაში მონაწილეობდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსი თევდორე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი ღვაწლმოსილი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშიაა. ქტიტორი და მეურვე – გოდერძი ბუკია.
კომპლექსში დავანებულია 2013 წელს ჩამობრძანებული კიევ-პეჩორის ღირს მამათა 83 წმინდა ნაწილი.
