თეგებით ძიება

ადგილი მთელი ერისთვის - რა არის ცნობილი შვეიცარიის ბუნკერებზე, რომელზე წვდომის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვე­ი­ცა­რია ევ­რო­პის არც ისე დიდი ქვე­ყა­ნაა, მას ბევ­რი აქვს სა­ა­მა­ყო: ძლე­ვა­მო­სი­ლი ალ­პე­ბი, უჩ­ვე­უ­ლოდ გემ­რი­ე­ლი საკ­ვე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით შო­კო­ლა­დი), სა­ბან­კო ცენ­ტრის სტა­ტუ­სი, სა­ა­თი და მუდ­მი­ვი სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი, რომ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­საც ის მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ახერ­ხებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერ­თი თვლის, რომ ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის პრაქ­ტი­კა დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მე­ებ­ში პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კი­თხია - მარ­თლაც, დრო­დად­რო შვე­ი­ცა­რია სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ვებ­შია ჩათ­რე­უ­ლი მისი მზად­ყოფ­ნის გამო, ივაჭ­როს ორი­ვე მხა­რეს­თან ომის პე­რი­ოდ­ში, რად­გან სის­ხლი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბის დროს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი საქ­მეა.

ბირ­თვუ­ლი ომის მზარ­დი პერ­სპექ­ტი­ვა

სამ­ყა­რო ბირ­თვულ ერა­ში 1945 წელს შე­ვი­და, რო­დე­საც შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა და­ა­დას­ტუ­რა პირ­ვე­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბის ტეს­ტი­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა და შემ­დეგ ტექ­ნო­ლო­გია ია­პო­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ჰი­რო­ში­მა­სა და ნა­გა­სა­კის და­ბომბვი­სას გა­მო­ი­ყე­ნა. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რის წყა­ლო­ბით დას­რულ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი, მაგ­რამ სი­მარ­თლე ისაა, რომ ომმა გა­მო­იწ­ვია მი­ნი­მუმ 200 000 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის სიკ­ვდი­ლი, გა­ა­ნად­გუ­რა ბევ­რი უდა­ნა­შა­უ­ლო სი­ცო­ცხლე და სამ­ყა­როს პო­ტენ­ცი­უ­რი ბირ­თვუ­ლი არ­მა­გე­დო­ნი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის და­სას­რუ­ლის­კენ უბიძ­გა.

რო­გორც თა­ვად ოპე­ნ­ჰა­ი­მე­რი ცი­ტი­რებ­და: "ახლა მე გავ­ხდი სიკ­ვდი­ლი, სამ­ყა­რო­ე­ბის დამ­ღუპ­ვე­ლი". კა­ცობ­რი­ო­ბის მო­მა­ვა­ლი კი­დევ უფრო არას­ტა­ბი­ლუ­რი 1949 წელს გახ­და, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­შირ­მა ასე­ვე შექ­მნა ატო­მუ­რი ია­რა­ღი. ეს კი იმას ნიშ­ნავ­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ღია ომი შე­საძ­ლოა, სრულ­მას­შტა­ბი­ან ბირ­თვულ გა­ნად­გუ­რე­ბა­ში გა­დაზ­რდი­ლი­ყო, რო­მე­ლიც საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და დე­და­მი­წა­ზე ყვე­ლა ქვე­ყა­ნას. და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი დას­რულ­და, თით­ქოს სამ­ყა­რო მა­ინც სა­შიშ და არას­ტა­ბი­ლურ ად­გი­ლად გა­და­იქ­ცა.

სწო­რედ ამი­ტომ, შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბამ მეტი სი­ფხიზ­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და 1960-იან წლებ­ში ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მელ­მაც მის ყო­ველ მო­ქა­ლა­ქეს ბუნ­კე­რებ­თან წვდო­მის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბუნ­კე­რე­ბის მა­სობ­რი­ვი მშე­ნებ­ლო­ბის სქე­მა შე­ი­მუ­შა­ვა, რათა შე­საძ­ლო ბირ­თვუ­ლი ომის შემ­თხვე­ვა­ში ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია ჰქო­ნო­დათ.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დიდი ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მთავ­რო­ბებ­მა გა­ნა­თავ­სეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ომის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად - მა­გა­ლი­თად, "ან­დერ­სო­ნის თავ­შე­საფ­რე­ბი", რო­მე­ლიც აშენ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რათა და­იც­ვან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა - გაქ­რა ხე­დი­დან, მაგ­რამ შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბუნ­კე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შექ­მნი­ლია ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად ბირ­თვუ­ლი კონ­ფლიქ­ტის პო­ტენ­ცი­უ­რად და­მან­გრე­ვე­ლი შე­დე­გე­ბის­გან, კვლა­ვაც არ­სე­ბობს.

თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ შვე­ი­ცა­რი­ის მთავ­რო­ბა მუდ­მი­ვად აშე­ნებ­და ბუნ­კე­რებს ბოლო 60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ჯერ კი­დევ წე­რია, რომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს აქვს მას­ზე წვდო­მის უფ­ლე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 365 000 ბუნ­კე­რია, მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი 8,7 მლნ ადა­მი­ა­ნია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის შემ­დეგ, შვე­ი­ცა­რი­ის ბუნ­კე­რე­ბის თემა Euronews-ის თვალ­თა­ხედ­ვა­ში თა­ვი­დან მოხ­ვდა. გა­მო­ცე­მა წერს, რომ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და ინ­ტე­რე­სი შვე­ი­ცა­რი­ის ბე­ტო­ნის ბირ­თვუ­ლი თავ­შე­საფ­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ცივი ომის დროს აშენ­და და სა­დაც საკ­მა­რის­ზე მეტი სივ­რცეა.

ცნო­ბი­ლი შო­კო­ლა­დის, ბან­კე­ბი­სა და სა­ა­თე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, თავ­შე­საფ­რე­ბი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი იდენ­ტო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. ბოლო დროს მი­წის­ქვე­შა სივ­რცე­ე­ბი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა შე­სა­ნა­ხად ან კარ­გად და­ცულ ღვი­ნის სარ­და­ფე­ბად. მაგ­რამ ომის შემ­დეგ მათ ახა­ლი კუ­თხი­თაც გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა