თეგებით ძიება

ჩინეთი "მფრინავი" მატარებლის შექმნაზე მუშაობს - რაში მდგომარეობს პროექტი, რომელიც პეკინში წარადგინეს?

ჩი­ნე­თი "მფრი­ნა­ვი" მა­ტა­რებ­ლის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მშე­ნე­ბა­რე მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფი, HS2 სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი, სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი, მის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლამ­დე, უკვე მოძ­ვე­ლე­ბულ ტექ­ნო­ლო­გი­ად აქ­ცი­ოს.

ჩი­ნურ­მა სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნია CRRC - მა გა­სულ კვი­რას პე­კინ­ში, მაგ­ნი­ტუ­რი ლე­ვი­ტა­ცი­ის ე. წ. მაგ­ლე­ვის პრინ­ციპ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მა­ტა­რებ­ლის პრო­ტო­ტი­პი წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მელ­საც სა­ათ­ში 600 კმ. სიჩ­ქა­რის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ტა­რებ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც სიჩ­ქა­რე იშ­ვი­ა­თად აჭარ­ბებს 320 კმ/სთ-ს, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბი, მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი რელ­სე­ბის ზე­და­პი­რი­დან რამ­დე­ნი­მე მი­ლი­მეტ­რის და­შო­რე­ბით “ილივ­ლი­ვე­ბენ“ ჰა­ერ­ში, რაც ხა­ხუ­ნის ეფექტს გა­მო­რი­ცხავს და სარ­კი­ნიგ­ზო შე­მად­გენ­ლო­ბის დიდი სის­წრა­ფით გა­და­ად­გი­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოს.

CRRC პირ­ვე­ლი ზე­სიჩ­ქა­რი­ა­ნი ხა­ზე­ბის ამოქ­მე­დე­ბას, სა­დაც სის­წრა­ფე 500 კმ/სთ-ს გა­და­ა­ჭარ­ბებს, მომ­დევ­ნო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გეგ­მავს, 2030-იან წლებ­ში იგეგ­მე­ბა მისი ია­პო­ნუ­რი და ბრი­ტა­ნუ­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლა.

რო­გორც ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, მაგ­ლე­ვი მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­აა, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მთლი­ა­ნად ჩა­ა­ნაც­ვლებს ტრა­დი­ცი­ულ სწრაფ­მა­ვალ მა­ტა­რებ­ლებს, მათ შო­რის HS2- საც. მა­გა­ლი­თის­თვის თუ ლონ­დო­ნი­დან ბირ­მინ­გე­მამ­დე მის­ვლას HS2-ის შე­მად­გენ­ლო­ბა 50 წუ­თის მო­ან­დო­მებს, მაგ­ლევს ამის­თვის მხო­ლოდ 25 წუთი დას­ჭირ­დე­ბა. კომ­პა­ნი­ის ინ­ჟინ­რე­ბის თქმით, ახა­ლი ტი­პის მა­ტა­რე­ბე­ლი პირ­ველ რიგ­ში მგზავ­რთა იმ კა­ტე­გო­რი­ის­თვი­საა შექ­მნი­ლი, ვი­საც თვითმფრი­ნა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა არ სურს, მაგ­რამ 2000 კმ-ს ფარ­გლებ­ში უს­წრა­ფე­სი გა­და­ად­გი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა რომ მაგ­ლე­ვის პირ­ვე­ლი მოქ­მე­დი კო­მერ­ცი­უ­ლი ხაზი ბრი­ტა­ნეთ­ში შე­იქ­მნა, ის ორი ინ­ჟი­ნე­რის, ამე­რი­კე­ლი რო­ბერტ გო­დარ­დის და ბრი­ტა­ნე­ლი ერიკ ლე­ით­ვე­ი­ტის კვლე­ვებს ეფუძ­ნე­ბო­და, ლი­ან­და­გის სიგ­რძე მხო­ლოდ 2 000 ფუტს შე­ად­გენ­და და მისი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიჩ­ქა­რე 42კმ/სთ იყო, პრო­ექ­ტი 1984 წელს გა­უქ­მდა. მე­ო­რე მცდე­ლო­ბა უკვე გერ­მა­ნი­ა­ში იყო, მაგ­რამ 2006 წელს Transrapid-ის სა­ხელ­წო­დე­ბის მქო­ნე მაგ­ლე­ვი ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ვო­ბის გამო ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა, რის შე­დე­გად 23 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ხაზი და­ი­ხუ­რა.

წყა­რო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა