თეგებით ძიება

ექსპორტმა $3.2 მილიარდს მიაღწია - რა საქონელი გაიტანა წელს საქართველომ ექსპორტზე?

საქსტატმა 2025 წლის პირველი ნახევრის ექსპორტის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ექსპორტი წელს 13%-ით 3.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებამ, რომელიც წელს 30%-ით, 1.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. მეორე ადგილს 175 მილიონი დოლარით ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომლის ექსპორტიც წელს 72%-ით გაიზარდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტი კი 123 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 7%-ით არის შემცირებული. ასევე 22%-ით არის შემცირებული ღვინის ექსპორტიც.

საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი 2025 წლის იანვარ-ივნისში

ექსპორტში უკვე მეორე წელია ყირგიზეთი ლიდერობს, რაც გააქტიურებულ ავტოექსპორტს უკავშირდება. ამ ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში 681 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წლიურად 50%-ით არის გაზრდილი. 414 მილიონი დოლარით მეორე ადგილზე ყაზახეთია, რაც ასევე ავტოექსპორტს უკავშირდება. მესამე პოზიციას კი 342 მილიონი დოლარით აზერბაიჯანი იკავებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა