თეგებით ძიება

„ზოგი ამაზე ფულს აკეთებდა - ჩამოჰყავდათ ადამიანები უცხოეთიდან და აფორმებდნენ ვითომ სამშენებლო სამუშაოებზე“

"ბაზარზე არის კვალიფიციური მუშახელის პრობლემა, ზოგიერთი კომპანია დეფიციტის დასაბალანსებლად მიმართავს უცხოელთა დასაქმების გზას“, - ამის შესახებ პირველი საკრედიტო კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა და „მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი აისახება სამშენებლო პროექტების დასრულების ვადებზე და გავლენას ახდენს პროექტის ფასზეც.

„ბაზარზე არის კვალიფიციური მუშახელის პრობლემა, ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. მიუხედავად ნაკლებობისა, ბაზარზე პოზიტიური ძვრები შეინიშნება. მაგალითად, თუ კადრი 2 წლის წინ არაკვალიფიციური იყო, ამ ორი წლის განმავლობაში, მათი კვალიფიკაციის დონე ამაღლდა, მაგრამ დეფიციტი მაინც ნარჩუნდება ბაზარზე.

ზოგიერთი კომპანია სხვადასხვა ხერხს მიმართავს დეფიციტის დასაბალანსებლად, მათ შორის, უცხოელი სამუშაო ძალის დასაქმების გზით. კადრების დეფიციტი აისახება სამშენებლო პროექტების დასრულების ვადებზე და გავლენას ახდენს ფასზეც“, - აღნიშნავს კორინთელი.

„ბევრი სარგებლობდა, ზოგი ამაზე ფულს აკეთებდა“

რაც შეეხება მიგრანტების დასაქმების საკითხს, შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი 2025 წლის ივნისის ბოლოს მიიღო. კანონში ცვლილებების ნაწილი ეხება შრომით ბაზარსაც, კერძოდ, უცხოელთა დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო. ამასთან, უცხოელ სამუშაო ძალას მუშაობის უფლება მხოლოდ იმ პირობებში შეეძლება, როდესაც კონკრეტულად სამუშაო ადგილზე ადგილობრივი კვალიფიციური კადრი არ იქნება ხელმისაწვდომი.

კითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებობს კადრების დეფიციტი, ახალი კანონის მიხედვით კი რთულდება უცხოელთა დასაქმება, ხომ არ შეიქმნება სამშენებლო სექტორში პრობლემები, კორინთელი პასუხობს, რომ მოკლე ვადაში შესაძლოა, შეაფერხოს უცხოელი კადრების შემოსვლა.

„ეს კანონი მიღებულ იქნა იმიტომ, რომ ბევრი სარგებლობდა იმით, რომ უცხოელი კადრების დასაქმება იყო ნებადართული, აფორმებდნენ ვითომ სამშენებლო სამუშაოებზე, ჩამოჰყავდათ ადამიანები და შესაძლოა, რეალურად სხვა მიზნები ჰქონოდათ - ზოგი ამაზე ფულს აკეთებდა, ზოგს სხვადასხვა სახის არალეგალური შემოსავალი ჰქონდა და ა.შ.

დასაქმების სფეროს ამ კუთხით რეგულირება არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე სახით აიკრძალება უცხოელი კადრების დასაქმება. თუმცა, ცხადია, პროცედურა გართულდება და მოკლე ვადაში შესაძლოა, შეაფერხოს უცხოელი კადრების შემოსვლა, მაგრამ არ მგონია რომ ამას დიდი დარტყმა ჰქონდეს ბაზარზე,“ - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გივი კორინთელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა