ულამაზესი გერამნული "კირხე" თბილისთან ახლოს - რა იცი მასზე?
ასურეთის მაცხოვრის სახელობის გოთური სტილის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის მიმდებარედ.
ტაძარი დგას სოფ. ასურეთის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის შუა ღერძზე და გრძივად არის მიმართული ქუჩის გასწვრივ. აქვს არატრადიციული სამხრეთ-ჩრდილოეთი გრძივი დამხრობა. დგას რუხი ფერის თლილი ქვის ცოკოლზე. აგებულია ადგილობრივი ჯიშის ღიაყვითელი, მოთეთრო ტუფის კარგად თლილი კვადრებით. რიგების წყობა თარაზულია. ინტერიერში წყობა უხეშად დამუშავებული ფლეთილი ქვისაა რადგან შესალესად იყო გათვალისწინებული. სამრეკლო მოანგრიეს 1953 წელს, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღადგინეს.
ტაძარი აგებულია 1871 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ჩამოსახლებული გერმანელი შვაბების მიერ. გერმანული მოსახლეობა მეორე მსოფლიო ომის დროს იქნა გასახლებული ცენტრალურ აზიაში.