თეგებით ძიება

გსმენია საოცარ ნავენახევის მღვიმეზე?

ნავენახევის მღვიმე – კარსტული მღვიმე იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 235 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. 

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.

მღვიმე პირველად 30-იან წლებში პროფესორმა ლევან მარუაშვილმა გამოიკვლია. გასული საუკუნის 1981 წელს ადგილობრივმა მცხოვრებებმა - დებმა ხუჯაძეებმა მღვიმის არსებობის შესახებ პირველმა გამოაქვეყნეს პრესაში, რის შემდგომაც მღვიმის კეთილმოწყობა გადაწყდა. 2007 წელს კი მღვიმეს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2018 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა.

ვიზიტორებს ადგილზე დახვდებათ: ვიზიტორთა ცენტრი, ამფითეატრი, კაფეტერია, სუვენირების მაღაზია, საგანმანათლებლო სივრცე, საბავშვო გასართობი სივრცე და ტყის ბილიკები.

ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლზე შესაძლებელია შემდეგი ეკო-ტურების ორგანიზება: 

სპელეოტური;

ტურები ფოტომოყვარულთათვის;

საგანმანათლებლო მოედანზე ეკო-გაკვეთილების ჩატარება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა