თეგებით ძიება

აბანოს დედათა მონასტერი - ულამაზესი მონასტერი თრუსოს ხეობაში

აბანოს დედათა მონასტერი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, სოფელ აბანოში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს XVII-XVIII საუკუნის კოშკებს და XIX საუკუნის ბაზილიკას.

სამხრეთ-დასავლეთის კოშკი ხუთსართულიანია, სიმაღლე 20მსიმაღლის, ზემოთ მკვეთრად ვიწროვდება. შესასვლელი ჩრდილოეთიდან, მიწიდან 3 მ სიმაღლეზე აქვს. პირველი სართული ამოვსებულია. ხუთივე სართულის კედლებში სათოფურებია. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ოთხსართულიანი, 15მ სიმაღლის. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, მიწიდან 2 მ სიმაღლეზე. ყველა სართულზე სარკმელები და სათოფურებია. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკიც სწორკუთხა გეგმისაა. შემორჩენილი იყო მხოლოდ პირველი სართული, რომელიც ამჟამად განახლებულია და მონაზონთა კელიებია მოწყობილი.

ეკლესია დარბაზულია (12,9 X 6,4 მ), ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნარინჯისფერი ტუფის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გადახურულია ნახევარწრიული თაღით. აღმ-ით ნახევარწრიული შვერილი აფსიდია. იგი გარედან შიდა მოხაზულობას იმეორებს. აფსიდი შიგნით და გრედან უშუალოდ ერთვის დარბაზის გრძივ კედლებს.

ეკლესიას ოთხივე მხარეს თითო თაღოვანი სარკმელი აქვს. დარბაზი გადახურული იყო ნახევარწრიული კამარით, რომელიც დას-ით კუთხის პილასტრებზე გადაყვანილ ნახევაარწრიულ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. დას. კედელზე სარკმლის ორივე მხარეს, გამოსახულია მამაკაცის თითო ცუდად შესრულებული შარავანდიანი ფიგურა. ფასადებზე სარკმლის გადამხურავ ქვაზე ფონის ამოღებით გამოყვანილია მარტივი რელიეფური თავსართი. სარკმლის ზემოთ წყობაში ჩადგმულია ჯვრის ფორმის ქვა, რომელზეც გამოყვანილია რელიეფური ჯვარი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა