თეგებით ძიება

რომელი ქვეყნები მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოდ - 2025 წლის რეიტინგი

კონ­ფლიქ­ტე­ბით აღ­სავ­სე 2025 წელს მშვი­დო­ბა უკვე იშ­ვი­ათ ფუ­ფუ­ნე­ბად აღიქ­მე­ბა. ამა­ვე წლის გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბის ინ­დექ­სის (GPI) თა­ნახ­მად, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი კონ­ფლიქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნიშ­ნულს მი­აღ­წია. ბევ­რი ქვე­ყა­ნა ამ გა­მოწ­ვე­ვას გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ით პა­სუ­ხობს.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მშვი­დო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სიის შე­სად­გე­ნად 23 ინ­დი­კა­ტორს და­აკ­ვირ­და. ინ­დექ­სის სა­თა­ვე­ში მყო­ფი ქვეყ­ნე­ბი თით­ქმის ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­ცარ სტა­ბი­ლუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ, რაც მათ­მა პო­ლი­ტი­კამ გან­სა­ზღვრა.

1. ის­ლან­დია

ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის სიის სა­თა­ვე­ში ის­ლან­დი­აა. 2008 წლი­დან პირ­ველ ად­გილ­ზე მყო­ფი ქვე­ყა­ნა კვლავ ინარ­ჩუ­ნებს ყვე­ლა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი ქვეყ­ნის ტი­ტულს. ის ლი­დე­რობს სა­მი­ვე სფე­რო­ში: უსაფრ­თხო­ე­ბა, მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტი და მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის ეს გან­ცდა ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკაც­რი ამინ­დის პი­რო­ბე­ბი გვაქვს, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის გან­ცდას სუ­ლაც არ ბა­დებს, ამ ფუნ­ქცი­ას ჩვენ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ითავ­სებს. აქ ღა­მით მარ­ტო სი­ა­რუ­ლიც უსაფრ­თხოა. ნა­ხავთ ჩვი­ლებს, რომ­ლებ­საც მა­ღა­ზი­ე­ბის და კა­ფე­ე­ბის გა­რეთ ეტ­ლებ­ში მშვი­დად სძი­ნავთ, სა­ნამ მათი მშობ­ლე­ბი მი­ირ­თმე­ვენ ან საქ­მეს აკე­თე­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცია ჩვენ­თან არც ია­რაღს ატა­რებს",- აცხა­დებს ის­ლან­დი­ის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი ინგა როს ან­ტო­ნი­უს­დო­ტი­რი.

2. ირ­ლან­დია

დღეს ირ­ლან­დია მშვი­დო­ბას წინა პლან­ზე აყე­ნებს. ქვე­ყა­ნამ გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი მი­ი­ღო მი­ლი­ტა­რი­ზა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის­თვის და და­სა­ხელ­და ერთ-ერთ ქვეყ­ნად, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მიმ­დი­ნა­რე შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტე­ბი აქვს. ის ასე­ვე მოხ­ვდა ტოპ ათე­ულ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და და­ცუ­ლო­ბის მხრივ.

3. ახა­ლი ზე­ლან­დია

წელს ახალ­მა ზე­ლან­დი­ამ ორი პო­ზი­ცი­ით ზე­მოთ გა­და­ი­ნაც­ვლა და მე­სა­მე ად­გილ­ზე მოხ­ვდა. ეს იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის და თავ­დაც­ვის სფე­რო­ე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და, და­ფიქ­სირ­და საპ­რო­ტეს­ტო დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა და არც ტე­რო­რიზ­მთან და­კავ­ში­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს ჰქო­ნია ად­გი­ლი.

ახალ ზე­ლან­დი­ა­ას თა­ვი­სი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა გარე კონ­ფლიქ­ტე­ბის­გან ბუ­ნებ­რივ დაც­ვას სთა­ვა­ზობს, თუმ­ცა მისი შიდა პო­ლი­ტი­კაც უჩენს მა­ცხოვ­რებ­ლებს სიმ­შვი­დის გან­ცდას.

4. ავ­სტრია

ავ­სტრი­ამ წელს ერთი პო­ზი­ცი­ით ქვე­მოთ გა­და­ი­ნაც­ვლა, თუმ­ცა სი­ა­ში ის მა­ინც მა­ღალ რე­ი­ტინგს ინარ­ჩუ­ნებს. ირ­ლან­დი­ის მსგავ­სად, ავ­სტრი­აც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად და­კის­რე­ბულ ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კას ინარ­ჩუ­ნებს, რაც მას ნატო-ს მსგავს სამ­ხედ­რო ალი­ან­სებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ში ხელს უშ­ლის. სა­მა­გი­ე­როდ, ეს ქვე­ყა­ნას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ ყუ­რა­დღე­ბა და რე­სურ­სე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით მი­მარ­თოს.

5. სინ­გა­პუ­რი

სინ­გა­პუ­რი ერ­თა­დერ­თი აზი­უ­რი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც წელს უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის ტოპ ათე­ულ­ში მოხ­ვდა. ის გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გის მქო­ნეა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და და­ცუ­ლო­ბის მხრივ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე, სამ­ხედ­რო ხარ­ჯე­ბის მხრივ, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მა­ღალ დო­ნეს ინარ­ჩუ­ნებს, რო­მელ­საც მხო­ლოდ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და კა­ტა­რი უს­წრე­ბენ.

მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტის არარ­სე­ბო­ბა და შიდა უსაფრ­თხო­ე­ბა მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის ძლი­ერ გან­ცდას იწ­ვევს.

ახლა კი 2025 წლის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის ათე­ულს გა­დავ­ხე­დოთ:

1. ის­ლან­დია

2. ირ­ლან­დია

3. ახა­ლი ზე­ლან­დია

4. ავ­სტრია

5. შვე­ი­ცა­რია

6. სინ­გა­პუ­რი

7. პორ­ტუ­გა­ლია

8. და­ნია

9. სლო­ვე­ნია

10. ფი­ნე­თი

წყა­რო: bbc


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა