თბილისში 19 ელექტრომობილის დამტენის მონტაჟი იგეგმება
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ელექტრო ავტომობილის დამტენების ყიდულობს. დამტენების შესყიდვისა და მონტაჟის სავარაუდო ღირებულება 174 890 ლარია.
ტექნიკური დავალების მიხედვით, ჯამში დაგეგმილია სხვადასხვა სიმძლავრისა და ტიპის 19 დამტენის შესყიდვა.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის დამტენების მიწოდება:
- არანაკლებ 80 კვტ. მუდმივი დენის დამტენი - 6 ერთეული;
- პორტატული დამტენი არანაკლებ 3.5 კვტ. 6-16 ა - 11 ერთეული;
- კედლის დამტენი, კაბელ-ვერსია არანაკლებ 7 კვტ. 6-32 ამპერი - 2 ერთეული.
რაც შეეხება ვადებს, მიმწოდებელმა ელექტრომობილების დამტენების მიწოდება და მონტაჟი ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის ვადაში უნდა განახორციელოს.
ინფორმაციისთვის, ტენდერში წინადადებების მიღება 28 აგვისტოს იწყება და 1-ელ სექტემბერს სრულდება.