თეგებით ძიება

ახმეტელისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურებზე ახალი ამოსასვლელების მოწყობა იგეგმება

ახმეტელისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურებზე ახალი ამოსასვლელების მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ორ მეტროსადგურზე მეორე ამოსასვლელების მშენებლობის პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ გლდანისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურების ახალ ამოსასვლელებთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ. გავაკეთე განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ვმუშაობთ აქტიურად აზიის განვითარების ბანკთან, მათი მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახმეტელის მეტროსადგურისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურების ახალი ამოსასვლელების პროექტის განხორციელებას.

ამჟამად მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება წლის ბოლოსთვის, 2026 წლის დასაწყისისთვის იქნება მთლიანად დასრულებული და შეგვეძლება გამოვაცხადოთ ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე და უშუალოდ სამუშაოების დაწყებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურებს განტვირთვას და მგზავრთა სწრაფ, უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი გააუმჯობესებს ქვეითთა მისაწვდომობისა და მეტროსადგურები უახლესი მიზიდულობის წერტილად იქცევა, გახდება უფრო ადვილად მისადგომი, ასევე გაიზრდება ქვეითთა უსაფრთხოება“, - განაცხადა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა