თეგებით ძიება

საბურთალოზე სამი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბიუჯეტი 2.8 მლნ ლარია

თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონის გამგეობა მერაბ ალექსიძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების ნაწილზეც. ტერიტორიაზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, იცვლება დაზიანებული წყლის მილები, საკომუნიკაციო ქსელები კი მიწისქვეშ განთავსდება.

მერიის ცნობითვე, ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაციის ღირებულება 2 800 000 ლარია.

პროექტის ფარგლებში 15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა; დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, რომელიც აღიჭურვება შშმ პირთათვის ადაპტირებული პანდუსებით და ტაქტილური ბილიკებით. ასევე, მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა