რამდენია თბილისის მეტროს მემანქანის საშუალო ხელფასი - დედაქალაქს 48 მატარებელი ემსახურება
2025 წლის იანვარ-ივლისში თბილისის მეტროებში მგზავრებს 48 ერთეული მატარებელი ემსახურებოდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, თითოეული მატარებელი 4-ვაგონიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მეტროს მატარებლებით მგზავრების გადაყვანას 225 მემანქანე ახორციელებდა.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ჯამურად, 2025 წლის შვიდ თვეში მემანქანეების ხელფასებზე 6 038 917 ლარი გაიცა.
ამასთან, სატრანსპორტო კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ მეტროს თითოეული მემანქანის საშუალო დარიცხული თვიური ანაზღაურება 3 834 ლარს შეადგენს.