თეგებით ძიება

თბილისს 935 ავტობუსი ემსახურება - მძღოლების ხელფასებზე ჯამში 49.6 მილიონი ლარი დაიხარჯა

2025 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში თბილისში მგზავრების გადაყვანას დაახლოებით 935 ერთეული M3 კატეგორიის ავტობუსი ახორციელებდა, - ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამავე პერიოდში M3 კატეგორიის ავტობუსებზე დასაქმებული იყო სულ 1 870 მძღოლი.

მათივე ცნობით, ჯამში მათზე შვიდ თვეში 49 684 295 ლარის ხელფასები გაიცა. რაც შეეხება ერთი მძღოლის საშუალო თვიურ ხელფასს 3 795 ლარს შეადგენდა.

„განვმარტავთ, რომ შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლების ანაზღაურების დაანგარიშება ხორციელდება კომპანიის საშტატო განრიგით დამტკიცებული საათობრივი სატარიფო განაკვეთისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატების მიხედვით და დამოკიდებულია M3 კატეგორიის ავტობუსის ტევადობასა და ზომაზე.

აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წლის იანვარ-ივლისის საანგარიშო პერიოდში, M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლებზე დარიცხული საშუალო (ყოველთვიური) ანაზღაურება შეადგენდა 3 795 ლარს“, - აცხადებენ კომპანიაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა