თეგებით ძიება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ იუწყება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა.

სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა