ვინ არიან მსოფლიოს 10 ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი და რამდენია მათი ქონება - Forbes-ის რეიტინგი
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის წამყვან პოზიციებზე ბევრისთვის ცნობილი ანტერპრენერები არიან, თუმცა, Forbes-ის ტოპ-500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის არიან ისეთები, რომელთა შესახებ ნაკლებად არის ცნობილი, მაგრამ თავიანთი ახალგაზრდული ასაკით გამოირჩევიან.
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გერმანელი იოჰან ვონ ბაუმბახია, რომლის შემოსავლის წყარო ფარმაცევტული კომპანიებია. 20 წლის ბაუმბახის წმინდა კაპიტალი, 6 სექტემბრის მონაცემებით, 5.7 მლრდ აშშ დოლარად ფასდება, რაც მსოფლიოში 661-ე შედეგია.
- იოჰან ვონ ბაუმბახი (20 წლის; ფარმაცია) – 5.7 მლრდ აშშ დოლარი;
- კლემენტე დელ ვეკიო (21 წლის; სათვალის წარმოება) – 7 მლრდ აშშ დოლარი;
- კიმ იუნ-იოუნი (21 წლის; ონლაინ სათამაშო ბიზნესი) – 1.8 მლრდ აშშ დოლარი;
- კევინ დევიდ ლემანი (23 წლის; სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებები) – 4.3 მლრდ აშშ დოლარი;
- კიმ იუნ-მინი (23 წლის; ონლაინ სათამაშო ბიზნესი) – 1.8 მლრდ აშშ დოლარი;
- ლუკა დელ ვეკიო (24 წლის; სათვალის წარმოება) – 7 მლრდ აშშ დოლარი;
- ფრანც ვონ ბაუმბახი (24 წლის; ფარმაცია) – 5.7 მლრდ აშშ დოლარი;
- რემი დასო (24 წლის; სხვადასხვა) – 2.4 მლრდ აშშ დოლარი;
- მაქსიმ ტებარი (24 წლის; ჯაჭვის ხერხის ბიზნესი) – 1.2 მლრდ აშშ დოლარი;
- კატარინა ვონ ბაუმბახი (25 წლის; ფარმაცია) – 5.7 მლრდ აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ, ამ სიის მიღმა, კიდევ 6 მილიარდერია ისეთი, რომელთა ასაკი 30 წლამდეა. მათგან ყველაზე დიდი კაპიტალი მაქსიმილიან ვონ ბაუმბახს აქვს - 5.7 მლრდ აშშ დოლარი.