თეგებით ძიება

ხარაგაულის სოფლებში მეწყრული პროცესების შედეგად ახალი ბზარები გაჩნდა

ხარაგაულის სოფლებში დამეწყრილი ადგილების არეალი ფართოვდება.

სოფელ ხემაღალში ორ სხვადასხვა ადგილას ახალი ბზარები დაფიქსირდა.

მეწყრული პროცესები ხარაგაულის სოფლებში უკვე რამდენიმე თვეა, გააქტიურდა, რამაც სახლების და გზების დანგრევა და დაზიანება გამოიწვია. სოფლები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა.

ხემაღალს და ღვერკში მეწყრულმა მასებმა აგვისტოს ბოლოს ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე. ადგილობრივების ინფორმაციით, ხარაგაულის სოფლებში ღვერკსა და ხემაღალში პროცესები საგანგაშო ნიშნულს უახლოვდება და შეიძლება, შოვზე უარესი მოხდეს.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა