"საშუალო ფასი კვ.მ-ზე 1 400 ლარია“ - როგორია მოთხოვნა ხის კოტეჯებზე?
ხის კოტეჯების მშენებლობაზე მოთხოვნა კვლავ იზრდება. როგორ კომპანია „დიდოსტატის“ დამფუძნებელმა თინათინ სამყურაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, გააქტიურებულია როგორც თბილისის შემოგარენი, ისე მაღალმთიანი საკურორტო ზონები.
რაც შეეხება ფასებს, საშუალო ფასი კვ.მ-ზე 1 400 ლარია.
"კოტეჯებზე მოთხოვნა გააქტიურებულია, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, როგორც საცხოვრებელი, ისე ტურისტული მიზნებით. ყველაზე მოთხოვნადია 60 კვ.მ-ის აშენება, თუმცა ტურისტული მიზნით 35-40კვ-დან იწყება. ისევ აქტუალური გახდა ორ და სამ სართულიანი სასტუმროებიც, რაც კოვიდის შემდეგ აღარ იყო დაკვეთებში.
ფასებს რაც შეეხება განსხვავებულია მდებარეობის და პროექტის თავისებურებების გათვალისწინებით, თუმცა ამ პერიოდისთვის საშუალო ფასი 1 400 ლარის ფარგლებშია“, - განაცხადა სამყურაშვილმა.