პროექტებში, რომლებიც წელს სრულდება, ბინების 83% გაყიდულია
Galt&Taggart-ის სისტემური დეველოპერების გამოკითხვა აჩვენებს, რომ პროექტებში, რომლებიც თბილისში 2025 წელს სრულდება, ბინების 83% გაყიდულია.
2025 წლის სექტემბერში, Galt&Taggart-მა ჩაატარა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 140-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს).
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:
• 2025 წლის აგვისტოში შერჩეული დეველოპერების პროექტებში გაყიდული ბინების რაოდენობა ივლისის რეკორდული მაჩვენებლის შემდეგ, თვიურად შემცირდა, რაც აგვისტოსთვის დამახასიათებელ სეზონურ შენელებას შეესაბამება. გაყიდვები აგვისტოში წლიურად 12.2%-ით შემცირდა, რაც გასული წლის მაღალი ბაზით იყო განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ბინების ფართობის მიხედვითაც.
• პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 83% გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
• 2025 წლის 8 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 12% შეადგინა. 2% მოდის რუსეთის, ხოლო 12% სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე.