სირთულეები, შესაძლებლობები და საუკეთესო პრაქტიკა უძრავი ქონების სფეროში - ინტერვიუ უძრავი ქონების ექსპერტთან
უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ცვალებადია, სადაც ყოველდღიურად იქმნება ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები. ამ სფეროში წარმატებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ გამოცდილება და პროფესიონალიზმი, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებული ხედვა და გარემოსადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი.
ამჯერად TIA.GE ესაუბრა უძრავი ქონების ექსპერტს, ანანო ცხომარიას, რომელიც მრავალწლიანი პრაქტიკითა და ბაზრის სიღრმისეული ანალიზით გამოირჩევა. ინტერვიუში ის გვიყვება ყველაზე რთულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებაზე, საქართველოში მომსახურების კულტურის განვითარებაზე, გლობალური ეკონომიკური ცვლილებების გავლენაზე და იმ მიდგომებზე, რომლითაც კომპანია "ალფა სახლი“ უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მყიდველების კომფორტსა და უსაფრთხოებას.
ეს არის გულწრფელი და ღირებული საუბარი, რომელიც მკითხველს არა მხოლოდ მიმდინარე პროცესებზე აძლევს წარმოდგენას, არამედ აჩვენებს, თუ როგორ უნდა იმუშაოს თანამედროვე უძრავი ქონების კომპანიამ, რათა მომხმარებელი მუდამ გადაწყვეტილების ცენტრში აღმოჩნდეს.
- როგორი იყო ყველაზე რთული კლიენტი თქვენს პრაქტიკაში და როგორ მოაგვარეთ სიტუაცია?
ყველაზე რთული, არის ისეთ პირთან მუშაობა ვინც თავის გადაწყვეტილებაში არ არის დარწმუნებული და ზუსტად რა უნდა არ იცის. დაინტერესებული და თან თითქოსდა მცდონე პირი რომელსაც რალურად ძალიან ზერელე წარმოდგენა აქვს შენობაზე და მის ხარისხზე ათ ჯერ უნდა დაარწმუნო "კულტურულად“ რომ ცდება, მერე უნდა შთააგონო რა არის რეალობა და მერე უნდა დააჯერო, რომ ეს არის ის, რაც მას უნდა.
- რას ისურვებდით, რომ შეიცვალოს უძრავი ქონების გაყიდვების სფეროში მსაქართველოში?
ვისურვებდი, მომხმარებელზე ორიენტირებულ, კონსულტაციურ მიდგომას. სამწუხაროდ საქართველოში ძალიან გვიჭირს მომსახურეობის სფეროში, არა მხოლოდ სამშენებლოს არამედ ნებისმიერი მიმართულებით. სწორედ ამიტო "ალფა სახლმა“ დაინტერესებული პირებისთვის შექმნა გუნდი, რომელიც მუშაობს, ონლაინ კონსულტაციაზე, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაგვიკავშირდეს და ამომწურავი პასუხები მიიღოს სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებით, ეს იქნება იურიდიული ნაწილი, ფასების დინამიკა თუ მშენებლობის ხარისხი. ეს ყველაფერი მაშინდაც კი, თუ ახლო მომავალში არ განიხილავს უძრავი ქონების შეძენას და უბრალოდ მოკვლევის პროცესშია.
- როგორ ფიქრობთ, როგორ აისახება გლობალური ეკონომიკური ცვლილებები ადგილობრივ ბაზარზე?
გლობალური ეკონომიკური ცვლილებები, ადგილობრივ ბაზარზე, აისახება ვალუტის კურსის მერყეობით, ინვესტიციების ნაკადის ზრდით, რაც ერთდროულად გამოწვევასაც ქმნის და ახალ შესაძლებლობებსაც.
- როგორ ახერხებთ უცხოელი მყიდველის კომფორტული და უსაფრთხო გამოცდილების უზრუნველყოფას?
კომფორტოლი და უსაფრთხო გამოცდილება მომხმარებელს მაშინ, აქვს როცა პირველ რიგში ქვეყანაა უსაფრთხო და მისთვის მიმზიდველი. შემდეგ კი კომპანიის ხელშეკრულება, სადაც მისთვის მისაღებ ენაზე, ყველა პუნქტი დეტალურადაა გაწერილი და ამას გარდა შეუძლია ნებისმიერი დამატებითი კითხვა კომპეტენტურ პირთან შეხვედრისას განიხილოს.
- როგორ ადაპტირდებით ახალი კანონის ან რეგულაციის შემოღებისას უძრავი ქონების სფეროში?
მსგავს შემთხვევაში ადაპტაცია ხდება სწრაფად და მარტივად, ვაკვირდებით ცვლილებების შინაარსს, შემდეგ ვაცნობთ გუნდს და კლიენტებს, საჭიროების შემთხვევაში ვცვლით გაყიდვების პროცესს ისე, რომ დაცული იყოს როგროც კანონმდებლობა, ისე კლიენტის კომფორტი.