თეგებით ძიება

თბილისის რომელ 3 უბანშია მოსალოდნელი ფასების ზრდა უძრავ ქონებაზე

თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და ცვალებად სექტორად იქცა. მიუხედავად ზოგადი ეკონომიკური რყევებისა, საცხოვრებელი ბინების მიმართ ინტერესი ისევ მაღალია, ხოლო ზოგ უბანში განსაკუთრებით სწრაფად იმატებს ფასი.

უძრავის ქონების შესახებ ბოლო კვლევების ანალიზი აჩვენებს, რომ გარკვეულ უბნებში ფასმა ე.წ. პიკურ მაჩვენებელს მიაღწია. მაგალითად, ტრადიციულად ყველაზე პრესტიჟულ და მოთხოვნად უბნებში (ვაკე, ვერა, მთაწმინდა, საბურთალოს ცენტრი), ბოლო წლების განმავლობაში ფასების ზრდა ფიქსირდებოდა, თუმცა aხლა დასტაბილურდა და მისი ზრდა მომავალში მოსალოდნელი არაა.

რაც შეეხება ე.წ ზრდად უბნებს, სადაც ფასი ჯერ კიდევ საშუალო ნიშნულზეა, მოთხოვნა მზარდია.

ამ ეტაპზე ასეთ ლოკაციებად ფიქსირდება 3 მიმართულება:

  • ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია
  • ორთაჭალა-კრწანისის ზონა
  • დიდი დიღომი

სავარაუდოდ, ფასების ზრდა უახლოეს წლებში ყველაზე თვალსაჩინო სწორედ ამ ლოკაციებზე იქნება. ამ უბნებში ერთმანეთს ერთიანად ერწყმის ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი გზების მშენებლობა, ეკოლოგიური მდგომარეობა და მყიდველთა მზარდი ინტერესები.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია - ქალაქის ახალი პრესტიჟული ზონა ლისის ტბის გარშემო განვითარება უკვე აღარ არის მხოლოდ ელიტური პროექტების საქმე - ის თანდათან იქცევა ქალაქის ახალ საცხოვრებელ ცენტრად. მთავარი ფაქტორი, რაც ამ უბნის ფასებს ზრდის, არის გარემოს სისუფთავე, ბუნებრივი ლანდშაფტი და ინფრასტრუქტურული ბალანსი: ქალაქის ცენტრთან ახლოს, მაგრამ ხმაურისა და საცობებისგან მოშორებით. ბოლო წლებში ლისის გარშემო აშენდა თანამედროვე კომპლექსები, სადაც ბინებს მაღალი ენერგოეფექტურობა, კეთილმოწყობილი ეზოები და ეკოლოგიური სტანდარტები აქვთ. აქ ცხოვრება თანაბრად მოსახერხებელია როგორც ოჯახებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის.

ასევე, იგეგმება ლისის მიმდებარედ რეკრეაციული ზონის და ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ამ ტერიტორიაზე ტრანსპორტით გადაადგილებას გაამარტივებს. რეალტორების თქმით, ახლად აშენებულ კომპლექსებში კვადრატული მეტრის ფასი უკვე 1600-დან 2000 დოლარის ფარგლებშია, ხოლო მომდევნო ორ წელიწადში შესაძლოა, 10–15 %-ით მოიმატოს.

ორთაჭალა-კრწანისი - ძველი თბილისის ძვირად ღირებული გაგრძელება თბილისის ისტორიულ ნაწილთან ახლოს მდებარე ორთაჭალა და კრწანისი სულ უფრო იძენს პრემიუმ უბნის სტატუსს. ამ ზონას აქვს ორი დიდი უპირატესობა - პანორამული ხედები ქალაქზე და მაღალი ხარისხის ახალი საცხოვრებელი პროექტები. განსაკუთრებით აქტიურია მშენებლობა ორთაჭალის მიმართულებით, სადაც ბინების ფასი ბოლო ორ წელიწადში საშუალოდ 15-20%-ით გაიზარდა. ორთაჭალა დღეს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ უბნად იქცა, სადაც თანაბრად იგრძნობა ძველი თბილისის ატმოსფერო და ახალი ურბანული განვითარების ტემპი. უბანი, რომელიც წარსულში ინდუსტრიულ ზონად ითვლებოდა, ბოლო წლებში აქტიურად გარდაიქმნება თანამედროვე საცხოვრებელ კვარტლად.

დიდი დიღომი - მასშტაბური ზრდის უბანი

დიდი დიღომი უკვე რამდენიმე წელია ყველაზე სწრაფად მზარდი საცხოვრებელი ზონაა როგორც მოსახლეობის რაოდენობით, ისე ახალი პროექტებით. თუ წარსულში დიღომი ასოცირდებოდა ბიუჯეტურ საცხოვრებელთან, დღეს ვითარება მკვეთრად იცვლება: იქ ჩნდება დაგეგმილი უბნები, თანამედროვე სკოლები, სავაჭრო ცენტრები და ახალი გზები.

უძრავი ქონების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დიღომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ბუმი და მიწის ფასი ქმნის რეალურ შესაძლებლობას, რომ უახლოეს წლებში ბინების ღირებულება კიდევ 20–25%-ით გაიზარდოს. ამასთან, იქ უკვე ჩნდება ბიზნეს-კლასის კომპლექსები, გამწვანებული ქუჩები და სპორტული სივრცეები, რაც უბნის იმიჯს ამაღლებს და ახალ მყიდველებს იზიდავს.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ყოველწლიურად ფართოვდება, უძრავი ქონების ფასის ზრდა თანაბრად არ ხდება. ლისის არეალი თავისი ეკოლოგიური და ელიტური ხასიათით, ორთაჭალა-კრწანისი ისტორიულ და თანამედროვე ელემენტთა შერწყმით, და დიდი დიღომი, როგორც სწრაფად განვითარებადი საცხოვრებელი ზონა - სამივე წარმოადგენს განსხვავებულ, მაგრამ ერთნაირად მომგებიან მიმართულებას მყიდველებისა და ინვესტორებისთვის.

სამშენებლო კომპანია "ალფა სახლი" დიდ დიღომში გთავაზობთ ყველაზე მაშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს ამიერკავკასიაში!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა